შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად...


მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად,
მაშინ, როცა სადღაც ხმაა თარის,
ყველაფერი არის ძლიერ კარგად -
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.

ო, დაჩუმდი, მოკაკანე თარო,
ყოველ ქუჩის, ყოველ გზის და შარის.
შენს სიმებში მე მომწყურდა წყარო.
წყარო სჩანს და წყალი არსად არის!