შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ მხარზე დოქით...


შენ მხარზე დოქით, მე ხელში წიგნით
              მივედით მარანს.
მივედით მარანს, შევედით შიგნით:
             ჭურს მტვერი ფარავს.
არ ჩნდა მემარნე, და ჩვენ ძვირფასი
             ღვინო მივიგნეთ.
უკვდავი ღვინო: შენ ჩემი თასით,
             მე შენი წიგნით...