შუალედი - დან - მდე
 
 


ქარი ქანაობს ქნარად


ჭკნება ვარდები რგული,
ქარი ქანაობს ქნარად,
არ გამრთელდება გული?
წყნარად, წარსულო, წყნარად.
ცაზე ნელდება რული,
ფერად ძოწ-აბრეშუმად -
არ გამრთელდება გული?
ჩუმად, წარსულო, ჩუმად.

[1927 წლამდე]