შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გზა არ ღირს დავიდარაბად...


გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზედ ხმაურობს პარტერი;
არა სიზმარი, არამედ
მართლა ვარ მილიარდერი.

მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები;
მითხარ, უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!

[1927 წლამდე]