შუალედი - დან - მდე
 
 


შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია


შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიკელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენღა დაგშთენია გამოსათხოვარი.

[1922 წლის 1 ენკენისთვე
ქ. სიღნაღი]