შუალედი - დან - მდე
 
 


მაისი და მშვიდობიანობა


„იმ ნათელ გაწევას,
იმ პირველ მაისებს!“
1905 წ. რვეულიდან

ჩემი პირველი მღელვარე ხმა ხუთში გაისმა,
ლექსი გამოსთქვა ანთებულმა წითლად მაისმა
                          უმგზნებარესი...
შემდეგ, როდესაც მოგრიალდა ცხრაას ჩვიდმეტი,
მაისი ჩვენი ბრწყინვალეა, ვით ჩვენი ბედი
                         და ასპარეზი!

და საუკუნის ნახევარმა განვლო. პოეტი
დარაჯობს ფხიზლად: აწ მაისის სვლით უცხოეთი
                         თუ რას განიცდის...
დაჰქრის მაისი წინამძღოლი ამდგარ მონების,
მღერის მაისი თავდადებულ მილიონების,
                         ხმას შორს განიწვდის.

უტევს მაისი, ვისაც ომის სურს გაჩაღება,
და თავგადაკვლით ენატრება აჭახჭახება
                         ტყვიამფრქვევების;
ეალერსება - ვისაც სწყურის ქვეყნად მშვიდობა,
ისმის ძახილი დამპყრობლობის და გულდიდობის
                         არმიტევების!

დიდებულია მაისის სვლა და აღმავლობა,
რარიგ ძლიერი ეს აწმყო და შთამომავლობა
                         შეიქნას მისით!
ვერრას გახდება დამნაშავე იგი სამხედრო -
დროშებით მოდის გააფთრებულ მტრის შესახვედრად