შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მახსოვს ხორაგაული...


მახსოვს ხორაგაული -
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული,
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული.
ისმის მოახლოებულ
ორთქლმავალის გუგუნი.