შუალედი - დან - მდე
 
 


სხვაგან სადაა


სხვაგან სადაა სიხარული
და მწუხარება,
რომელ სინათლით განათდება
ზღვათ მქუხარება.

სხვა რომელ წყალით იბანება
ნატყვიარები.
გმადლობ, ნუგეშო, შენს გზაზე რომ
დავიარები.

ჩემს მხურვალე შუბლს დიდი ცეცხლის
აჩნდა წვალება,
შეახე ცივი ხელისგული,
ვით მოწყალება.

[1937 წლის თებერვლამდე;
1947 წლის 25 დეკემბრამდე]