შუალედი - დან - მდე
 
 


მადლობა აფხაზეთს


მადლობა აფხაზეთს,
    მის მზეს და ზღვის ძალას,
მის წინ მოწიწებით
    მე ვიხდი ჩაბალახს.

მადლობა ასწლოვან მოხუცებს,
    მის მგოსნებს,
სულს წმინდას,
    ხმალს უცებს.

მადლობა უდარებელ
    აფხაზთა ზრდილობას,
სტუმართმოყვარებას,
    ოჯახისშვილობას.

ეჰ, სხვაგვარ გმირობა
    გულს ვერ ამიჩვილებს,
მადლობა აფხაზეთის
    ვაჟებს, ქალიშვილებს.

მუდამ სამშობლოით,
    მუდამ განახლებით
შვენის აფხაზეთი
    სიბრძნის თანახლებით.

მადლობის სიმღერას,
    მივანდობ სიმთ ჟღერას
და ლექსის ამ ხაზებს.
მადლობა, მადლობა,
    მადლობა აფხაზეთს!

1946 წლის 19 მაისი