შუალედი - დან - მდე
 
 


ვჭექოთ მედგრად


რომ გავკაფოთ ბნელი მკვეთრად
და გავსწიოთ წინდაწინა -
ვანთოთ ქურა, ვჭექოთ მედგრად,
სანამ ცხელი არის რკინა.

უნდა ვძლიოთ ეს სიბნელე
და მოთმენა უხუცესი,
იგი მეფე, მემამულე,
ის ბანკირი და ხუცესი.

1905