შუალედი - დან - მდე
 
 


დარჩება ხსოვნად შთამომავლობას


ჩემმა ახალგაზრდობამ,
დღემან პირმომცინარემ,
განვლო, ვით გაზაფხულის
შფოთიანმა მდინარემ.

მაგრამ ხანგადასული
გული ისევ გულია,
არ ვფიქრობ, რომ ყოველი
უქმად დაკარგულია.

მეგობრებო, ჩვენი გზა
გასწევს წელთა მრავლობას,
იგი მუდამ დარჩება
ხსოვნად შთამომავლობას.

1945