შუალედი - დან - მდე
 
 


გზა ბარსელონის და ვალენსიის


ჟღერს ეს კაბინა,
ძაგძაგებს მინა,
ხმაურობს რკინა,
მანქანა კვნესის.
გრგვინვაა-ელვა,
სიბნელის ცელვა,
მუდმივი ღელვა
ზღვის უშორესის.
გამქრალი ალი,
მტირალი ქალი,
ქარი, გრიალი,
სიწყნარე წუთის
და ისევ შორი
მოტორის თქორი,
რომელსაც სწორი
რიტმი ამტუტებს,
დღეს ჩემი ლექსის
ძაგძაგებს მინა,
ხმაურობს რკინა,
ხარობს და კვნესის.
თენდება, წყნარი
იღვიძებს ბარი -
გზა ბარსელონის
და ვალენსიის.
მტრობით და ზიზღით
ჩვენი და სხვისი
სად იღვრის სისხლი,
ფიქრით მივდივარ.
განქრეს ნიავით,
თუ დარჩეს მწვავედ,
რაც დრომ სიავით
მოატივტივა.

[1935-1940]