შუალედი - დან - მდე
 
 


სამშობლოსთვის არის იგი მღერა


მთავარსარდლის შორსმჭვრეტელო მზერავ
ველს ბრძოლისას თუ ტყეების ჩრდილოს
გამარჯვების ფერადებით ფერავ,
ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს.

არის ისართ და ტყვიების სტვენა,
და დიდებას ამნაირი ჟღერის,
რასაც ჩემი ვერ გამოთქვამს ენა,
მას მოქნეულ ხმლის წკრიალი მღერის!

სამშობლოსთვის არის იგი მღერა,
მომავალის მომცემელო სრულის,
მეთაურის მოდარაჯე მზერავ,
მოდარაჯევ ხალხის სულის, გულის.

[1943]