შუალედი - დან - მდე
 
 


პოეტს


ო, შენს გარეშე ვერავის გახდის
ბედი უკვდავად ცეცხლის მინაში.
თავს მოწიწებით ვხრი შენი ტახტის
დაუჭკნობელი დაფნის წინაშე.

დიდება იგი ძლიერი არი,
ამაოება - დროის მგმობელი,
მარადის იგი ხმოვანებს ქნარი
მარადის ცეცხლის საგალობელი.

1916