შუალედი - დან - მდე
 
 


პრიმიტივი


ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამეს
ვიღაც სალამურს გრძნობით ატირებს,
ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს:
უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს.
გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებს
და მთვარე რონინს უფრო ახშირებს
და გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემს
და ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს.
მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს,
შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს.
აფრთოვანება აგიჟებს თარებს
და ისარის ფრთით ფიქრი მიფრინავს.
და მჯერა: ვინმე განთიადამდე
ისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას,
კივის... დაეძებს ნათესავ ლანდებს
და ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს

[1915]