შუალედი - დან - მდე
 
 


მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე


[ციკლიდან „ეპოქა“]

მკათათვის მზე ამწვანებულს უვლის ველს,
აქა-იქ ჩანს დაშთენილი კიდევ ძნა,
გაენთები მოგონებებს უდარდელს,
დავიწყება არ იქნა და არ იქნა...

ხავერდივით ამწვანებულ მდელოზე
ცხენით მივქრი, გული იწვის და დნება.
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე,
იმ მინდვრებზე, ხვალ რომ დაიბადება.

[1928]