შუალედი - დან - მდე
 
 


დიდი ზამთარი


[ციკლიდან „ეპოქა“]

პაპას ზღაპრები შემოელია,
დიდედას კიდევ ამბები ძველი;
სიტყვა ეკუთვნის ეხლა პიონერს,
ხვალ რა მოხდება - კარგი თუ მწველი?
მეურმეს გზაზედ წყნარი სიმღერით
წისქვილისაკენ მიაქვს ხორბალი.
კოლექტივებზე ჭრიალებს ღერძი
და ტრაქტორებზე მღერის ბორბალი.
ზამთრის ღამეა. სიჩუმის სახით
გაწითლებული დადის ყინული.
დიდი ზამთარი დაგვიდგაო წელს,
გზა თოვლითაა გადაზვინული.

[1928]