ელსადგური ტყეში
[ციკლიდან „ეპოქა“]
დასძარ. დროა. დროა - ინჟენერია.
და ერთბაშად ახმაურდა სადგური.
აგრიალდა დიზელების სერია,
განათებამ ღამე გაანადგურა.
ტყე და მთები საზღაპრო სურათია,
გაჩირაღდნდა შენობათა ბურული,
ცეცხლოვანი ზოლების გზა ანთია,
სადაც წინად ტყე იყო დაბურული.
[1928]