შუალედი - დან - მდე
 
 


საღამო ხანად ისევ იმ ნანად


[ციკლიდან „ეპოქა“]

ვერცხლის ცივ ნათელს, შუქთა დამფანტველს
ფუნიკულორი მიდამოს ჰფენდა.
სულგანაბული ავტომობილის
სირენა სტვენდა.
როგორც აგატმა, ხალხთა ნაკადმა,
კვლავ მიაშურა კინო-თეატრებს,
ქარად არღვევდა, შარფებს არხევდა,
აჰა, გაარღვევს, აჰა, შეამტვრევს.
ხმა ბობოქარი, ხმა ჯადოქარი
გადმოიღვარა საღამო ხანად,
საღამო ხანად ვისმენდი ამ ხმას
ხან მწარე ქარად, ხან უტკბეს ნანად.
ცეცხლით აღვავსებ, გავიათასებ
ამ შვენიერ ხმას ტყვემქმნელ გრძნობაში,
საღამო ხანად, ისევ იმ ნანად
ჩემთვის სანატრელ ბობოქრობაში.

[1928]