შუალედი - დან - მდე
 
 


პუშკინი


მარად ახალგაზრდა,
სახე-ნათელი,
გულწრფელი,
დაუჯერებელი და
მიამიტად დამჯერე -
მთავარი რაცაა -
მწუხარე და სევდიანი,
სდგება პუშკინი
ჩემს წარმოდგენაში
აყვავებულ გზაზე
არაგვის პირას.

გარსშემორტყმული მთები
გაკვირვებით
მხრებს არ იწევენ -
როდესაც ხედავენ,
თუ როგორ ეხვევა
ხუჭუჭა თმიან
პოეტის შუბლს
არაგვის ქარი.
მან უარყო
შარფი და პუდრი:
იგი უცნაური მგზავრია,
აღტაცებული
დარიალის
ვარსკვლავიანი ცით.

პუშკინის დიდი თვალები,
ცეცხლით სავსენი
ელვარებენ დადარაჯებით..
დარიალის სათოფურებიდან,
იმგვარადვე ცოცხალნი,
იმგვარად დამწველნი,
მუდამ მოძრავნი,
მუდამ მოუსვენარნი,
როგორც ვეფხვი,
რომელიც მიიმწყვდიეს
ბუნაგში,
და რომელნიც შეიძლება
ყოფილიყვნენ
ამგვარადვე
თავისუფალნი.

აი, უბრალო კაცის,
მოხევის ხელები -
ნიშანნი
ძალადაუტანლობისა და სიცოცხლის,
ეხვევიან ალუბლის რტოებს.
პოეტი კი მგზავრობდა,
მოდიოდა დაბნეული
და დაუღლელი ნაბიჯებით.
იგი მოდიოდა,
იგი მიდიოდა,
შემდეგ გაჩერდებოდა,
დაიკარგებოდა ღრმა
დაფიქრებაში,
და გამოერკვევოდა
ამ დაფიქრებიდან,
მთლად საშინელებით მოცული
და იხედებოდა აქეთ-იქით,
მწუხარე და სწრაფი
თვალებით -
არაგვის პირად.

იგი ეხლა
ელაპარაკება თავის თავს:
მას აქვს ძლიერი და
ნათელი ხმა,
იმ ხმათაგანი -
რომელნიც არავის
არ ემორჩილებიან,
რომელნიც არასდროს
არ დაბერდებიან -
უსასოობის
უსაზღვრო სიბერით.
და ეს ხმა უფრო ნათელია
არაგვის პირად!

იგი ლაპარაკობს
არაგვისებურად,
ნაკადულებით,
მდინარეებით,
თავშეუკავებლად
და მისი ხმა,
კიდევ უფრო ხმოვანია,
როდესაც
მიაბყრობს რა მთას თვალებს,
არაგვის პირებს,
იმეორებს თავის ლექსს,
როგორც ლოცვას
რაიმეს:
„На холмах Грузии
Лежит
Ночная мгла!“

იგი შესთხოვს
მფარველობას
მაღლით
ბედის წინააღმდეგ,
ის თანდათან
ალღოს უღებს,
შედის გემოვნებაში,
გულზე ერთს ხელს იდებს,
მეორეს
იშვერს არაგვისაკენ:
„Шумит
Арагва
Подо мною“.

იგი აყვედრის
თავისთავს,
იღებს რა თავისთავს გარედან,
იგი ისწორებს ხუჭუჭა თმებს,
და სიმშვიდე
ვრცელდება
მთელ მის სახეზე -
თითქო იმისთვის,
რომ მეასეჯერ
გაიმეოროს:
„Печаль моя
Светла!
Светла!
Светла!“
სულ ერთია მაინც:
„Светла!
Светла!“
აქ მის ხმაში
არის აქცენტი
არაგვის ნაპირების,
სადაც არ საუბრობენ
არც არაბულად,
არც სპარსულად,
არც თურქულად -
არამედ ქართულად!
როგორც მცხეთაში,
ანუ ლარსში,
ისინი ლაპარაკობენ
ქართულად,
ქართულად,
ქართულად!
ყოველ შემთხვევაში უკეთესად
ვინემ -
..........................................
„И сердце вновь любит
От того -
что не любить
Оно не может“.   

ეს პუშკინია -
უდიდესი სახელი,
რომელიც თვითონ ამბობს
თავისთავის შესახებ.
ის მღერის თავის გულზე,
ის მღერის თავის სიყვარულზე,
იმის გამო,
რომ არ შეუძლია -
არ უყვარდეს.
ახალგაზრდობაში
მე ვიცნობდი
ძალიან საყვარელ ადამიანებს -
ვისაც უმოგზაურნია
უკრაინაში...
თანაბრად იტყვიან:
„И сердце вновь любит
От того -
что не любить
Оно не может“.   

დიაღ,
ეს პუშკინია,
საყვარელი სახელი,
რომელიც თვითონ ამბობს
თავისთავის შესახებ...
მეტად,
ვინემ რომელიმე სხვა პოეტი,
მეტად,
ვინემ რომელიმე სხვა მეფე,
ყველა ჩვენთვის -
პუშკინი არის
დიდი რუსეთი -
ვისიც გული:
„Вновь любит
От того -
что не любить
Оно не может“.   

აზრად ყველაფერში,
რაც კი პუშკინში
უფრო მეტად გაბედული
და ადამიანურია,
ღვივის ეს სიყვარული -
თავშესაფარი
ყოველგვარ ბარბაროსობისაგან,
საიმედო და სამშობლო
ყველა განდევნილთა,
გადახვეწილთა
გონებათათვის...
თავისუფალი...
„На холмах Грузии
Лежит
Ночная мгла!“

აი საქართველო,
სადაც ასე უყვართ პოეტები.
სადაც არ შეხვალ,
დიდი და პატარა
წიგნთსაცავებია -
თუნდაც სულ
სამას ტომამდე წიგნებში
საფუძვლად არიან:
რუსთაველი,
პუშკინი,
შევჩენკო,
ნიზამი.
...............................
ყველა ეს წიგნები
ჭეშმარიტად არის
საქართველოს
სულისა და სინათლის მზედ.
და უყვართ ისინი -
მის გამო -
„Что ни любить
Оно не может“.   

უგონობა და
უსამართლობა იქნებოდა
საქართველოსაგან
მათი გამოყოფა.
ისინი უნდა გვიყვარდნენ
მთლიანად, დღეს.
აი, დგას პუშკინი -
არაგვისპირად.
იგი დგას იმ უპირატესობით,
რომელიც მინიჭებული აქვს
პოეტს.
და თითქო,
მას ეჩვენება მშვენიერი ქალი,
რომელიც ჩამოდის
საქართველოს კორდებიდან -
არაგვისპირად:
ვინ არის ეს ქალი,
ვინ არის ეს ქალი,
ასეთი ლამაზი?
შეიძლება ფრანგია,
ან ინგლისელი,
ან ჩერქეზი:
Нет, не черкешка она,
Но в долы Грузии
От века
Такая дева
Не сошла
С высот угрюмого
Казбека.
нет не агат в глазах у ней,
Но все сокровища Востока
Не стоят сладостных лучей
Ее полуденного ока!
აჰ, პუშკინს
მეტად მკაცრი ცენზორები ჰყავს..
პუშკინის სიკეთეს
ისინი გაცოფებაში მოჰყავან.
ისინი სწყევლიან
სიმართლეს მისი ცხოვრებისას,
მისი პოლიტიკისადმი
ზიზღის გამო.
მაგრამ პუშკინის პოლიტიკა
მხოლოდ ერთი პოემაა,
როგორც ყოველი დაწერილი
პოლიტიკა,
მაშინდელ კონსტიტუციის ქაღალდზე.
პოემები,
კარგი თუ ცუდი,
ავტორის ნიჭისა თუ
უნიჭობის მიხედვით.
რომანი - ლექსად,
პოემა - ლექსად,
აი, პუშკინის კონსტიტუცია:
„Так буйную Вольность
Законы теснят,
Так дикое племя
Под властью тоскует,
Так ныне безмолвный
Кавказ негодует,
Так чуждые силы
Его тяготят...“

Пушкин выехал
Без разрешения
Высшей власти
В Грузию.
Целью его поездки было,
Было желание вырваться
Из душной атмосферы,
Созданной вокруг него
Царской жандармерией.
და მთელი რიგი პოეტებისაგან,
ამ მონობის სიზიფებისაგან,
რომლებიც, აჰა,
რამდენი ხანია,
ერთმანეთისაგან
იწერენ,
იწერენ,
იწერენ!
იმ დროს, როდესაც პუშკინი
სდებდა
ხელშეკრულებას
არაგვთან,
ჩაადაევი ხსნიდა კანონებს,
ჟუკოვსკი -
თამაშობდა ჩვევებთან,
ასი სხვა
დავობდა სახელმწიფოს
მართვა-გამგეობაზე.
არავითარი შეფერხება
არ არსებობს მასში,
რომ გაგებულ იქნას -
რისთვის მოისურვა პუშკინმა
გაჰყოლოდა
დეკაბრისტებს.
ეძებნა აქ, საქართველოში
მეგობრები - დეკაბრისტები,
რომელნიც მონაწილეობას
იღებდენ რუსეთ-ოსმალეთის ომში.
თან
საქართველო!
პოეტს დიდი ხანია
ჰსურდა -
ასულიყო მწერვალზე
„Над снегами
У края стремнины“.
დაენახა
არწივი -
რომელიც
С отдаленной поднявшись с вершины,
Парил бы неподвижно
Со мной наравне -
Отселе увидеть
Потоков раждение
И первое грозных
Обвалов движение.
Там тучи смиренно
Пойдут подо мною,
Под ним низвергаясь,
Зашумят водопады.
Под ними утесов
Нагие громады.
Там жиже мох тощий,
Кустарник сухой,
А там уже рощи -
Зеленые сени,
Где птицы щебечут,
Где скачут олени.

А там уже люди
Гнездятся в горах
И ползают овцы
По злачным стремнинам,
И пасырь нисходит
К веселым долинам,
Где мчится Арагва
В тенистых брегах,
И нищий наездник
Таится в ущельи,
Где Терек играет
В свирепом весельи.

Играет и воет,
Как зверь молодой,
Завидевши пищу -
Из клетки железной,
И бьется о берег
В вражде бесполезной
И лижет утесы
Голодной волной...
Вотще! нет ни пищи ему
Ни ограды:
Теснят его грозно
Немые громады.
ო, როგორ სურდა
ახლო ყოფილიყო
ამ მხარესთან!

* * *
რისთვის დიდმა რუსეთმა
მოისურვა -
დამტკბარიყო,
შთაგონებულიყო
პუშკინის ამ ლექსით უფრო მეტად
ვინემ სხვა პოეტის
ლექსებით?
იმისთვის,
რომ მან ასე მოისურვა!
ყოველ შემთხვევაში,
მან არ მოისურვა
მის წინააღმდეგ წასვლა,
ხმის შებრუნება!
და თუ მან აღიარა
თავითა და გულით
ერთი,
პუშკინი,
და არა სხვა მეორე -
ვინ დაუწყებს მტკიცებას მას,
რომ პუშკინს ამ საქმეში
არა-ესმის-რა,
რომ იგი სცდება თავის
აზრებსა და გრძნობებში?
არა -
პუშკინსა და არაგვს შორის
დადებული
ხელშეკრულება
ძალაში რჩება -
და ძალაში დარჩება მარად და მარად
საუკუნეთა
მსვლელობაში.

საქართველოს სატახტო ქალაქში -
თან მისდევს პუშკინს
არაგვის  ხმაური.
აქ მხოლოდ ხმაური
არაფერშია;
როდესაც ყველაფერი
არის მოქმედება -
აქ მგოსანს შუბლს უმკობენ
დაფნის გვირგვინით,
პირველად, თავისი თვალით
ხედავს - პოეტი,
რომ მის მშვიდობიან გულს
ცოტათი იტაცებს
დიდება.
პირველად აღიმართება მის წარმოდგენაში
ძეგლი,
ხელთუქმნელი.
პუშკინი მართალია.
ეს მთლიანი ადამიანი
მეტად მართალია,
რომ თვით მას ჰყოფნის ის,
რასაც ასე მკაცრად
მოითხოვს სხვებისაგან.

კარგია, ძლიერ კარგი
ემსახურო არაგვის
სილამაზეს (შვენებას)
ქართულად,
გადაიღო მისი ინტონაცია...
ყოველივე სხვა
შეზიზღებაა,
იგივე ცეცხლით დაწვაა
(აუტოდაფე).
პუშკინი სიწმინდის ნიმუშია,
პუშკინი რჩება
მთელი თავისი უგონობით
და ბაკენდორფი
ყველა თავისი ცოდვებითა
და მოშენიკობით.

პუშკინი მართალია,
პუშკინი არ სტყუის,
მან სიმართლე უნდა სთქვას,
სიმართლის წინ დაყენება ჰსურს,
მას გონების დაკარგვამდე ეძებს.
ის დარწმუნებულია
სიმართლეში,
როგორც ბავში.
მაშინაც კი, როდესაც ხუმრობს,
ეს სიმართლეა,
მას სურს გვემსახუროს!
მას სურს ემსახუროს ხალხს!
თვალწინ უდგას პუშკინს
მაშინდელი უმრავლესობა,
რომელიც მაშინაც კი,
როდესაც სიმართლეს ამბობდა -
ემსახურებოდა სიცრუეს -
პრინციპს უარყოფისას,
რომელიც ასეთი თვისებაა მათი,
და ვრცელდება მათით.
ასე - მკაცრად - სხვებზე.
მაგრამ პუშკინი - არის,
და ისინი კი, სრულიად,
იოტის ოდენადაც,
არა!
არასოდეს არ იქნებიან,
არასოდეს არ ყოფილან!

პუშკინი ცხოვრობს,
იგი,
მოხეტიალე მთებში,
არაგვის პირად,
მას აქვს სათქმელი ერთი
რაღაც ძვირფასი სიტყვა,
რომელსაც მას  ხალხი სთხოვს,
ვინაიდან მას ყურს უგდებს ხალხი.

პუშკინს აქვს
საიდუმლო,
რომელიც დაანგრევს მათ,
და გაშხლართავს მიწაზე.
მათი ცარისტული
ეგრეთწოდებული
წესრიგით!
მედიდური მათი
უმოძრაობით,
ასე ვთქვათ,
რომელიმე წესრიგი ცხედრისა,
რომელიც ოთხი დღეა იხრწნება,
და სუნსა სცემს.
პუშკინს
შეეძლო შედარებოდა
იმ ცხოვრების უწესრიგობას,
რომელიც
არაგვის ჩუხჩუხით ამოდის,
ნაწვიმარის ცოცხალი სუნით,
სიმწვანითა და ტყეებით.

არაგვის წიგნი,
ერთი ყველაზე დიდი წიგნთაგანია,
რაც კი არსებობს
ყველა დროის ხელოვნებაში.
და შეიძლება
ყველაზე უფრო გასაკვირველი,
ყველაზე უფრო მდიდარი წიგნები,
რაც კი ოდესმე დაწერილა
ადამიანის კალმის მიერ,

არაგვის წიგნი
თვით ცხოვრება არის,
არაგვის წიგნის
თვით აზრი არის გრძნობა!
არაა სწორი,
როდესაც ცდები თითქმის ყველაფერში,
მოდის
უძველესი ადამიანისაგან
თანამედროვე ქვეყანაში.
არაგვის წიგნი
მოდის
სოციალურ ოცნებამდეც კი,
ის გვიჩვენებს მთელი თავისი
სიშიშვლით
მას,
რაც არის სული,
რაც არის ადამიანის გული!

გენია ერთისა - ეს არის
განუწყვეტელი ცდა თავის თავის
და გენია მეორესი,
გაგება, შემეცნება თავისი თავის!
პუშკინმა იცის თავისი თავი,
მან გამოსცადა თავისი თავი,
როგორც ადამიანმა,
იმნაირ წერტილამდე,
რომ თვით იქმნება
ჩვენს თვალთ წინ!
იგი არასდროს არ ტყვილდება
იმის შესახებ,
თუ რას გვაძლევს ჩვენ,
რათა გვაგრძნობინოს
დედაარსი ჩვენი თავისა!

რაც უფრო მეტს მღერის პუშკინი,
მით უფრო თავისუფლდება,
რაც უფრო იცნობს თავის თავს,
მით უფრო გვარწმუნებს!
ჭეშმარიტება პუშკინისა
გვარწმუნებს,
და ყველაფერი პუშკინისა
გვავალებენ -
ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ!

პუშკინის სილამაზე
სილამაზეა ალმასისა,
და მისი ათასი შუქის,
გადაჭრილს,
გადაჯვარედინებულს
ერთ ნათებაში.

სილამაზე პუშკინის
გახსნილია,
როგორც დიდი რუსეთის
გადაბრუნებული მიწა,
გადახნული (ხნული),
მთლიანად
გადმობრუნებული,
თავისი ფესვებით,
მისი საჩვენებლად
გამოფენილი,
ეს კაცი -
რომელიც ყველაფერს ხედავს,
როგორც მსწავლული და მეცნიერი,
გვაძლევს საშვალებას დავინახოთ
ყველაფერი.
როგორც პოეტი და მუსიკოსი,
იგი სავსეა გრძნობებით,
სავსეა ახალი ემოციებით,
სავსეა იდუმალ ხმებით და სახეებით.
სული მისი
თავისებური არაგვია,
რომელიც  გამორბის კლდიდან,
მთის სიმაღლიდან.

შატობრიანი -
რომელსაც ხშირად ახსენებს პუშკინი -
უსწორდება,
უთანაბრდება მხოლოდ თავის თავს,
მაგრამ პუშკინის „არაგვში“
აშკარაა ყველა ადამიანები,
რომელთაც საქმე ჰქონდათ
სიყვარულთან,
სინათლესთან,
(სიგვალვე მოირწყვება).

პუშკინი აქ
ხშირად უცნაური და
ამაღელვებელია,
გინდა მიეშველო მას,
და, ხედავ, შველა უნაყოფოა.
ო, წამებაო
უზარმაზარი ცხოვრებისა!

ნიაღვარები,
რომლებიც უერთდებიან არაგვს,
რომელშიაც ყველაზე უფრო
წმინდა კრისტალები
და წვეთები,
ციური სიქველის,
შეერევიან
ტალახს -
სადაც სიდამპლე ნაპირებისა
წინააღუდგება
ყველაზე მდუღარე ცრემლებს.
როცა მეწამული ფერი სისხლისა
იკარგება ლენჭყოში,
ოთონთოში,
ჭაობში...
რაც უფრო მეტად რეცხავს მას,
და მაინც ის ოთონთო
ნაყოფის მომტანია,
ეს ტალახიც ნაყოფიერია.
ეს ძლიერ კარგად იცის
მიწის მუშამ,
მეურნემ,
მიწათმოქმედება,
რომელიც ნოყიერ მიწაში
არ ჭეჭყავს მიწის ჭიებს,
აგრეთვე მიწათმოქმედებსა
და მსაზრდოებლებს.

აჰ, პუშკინი!
ძვირფასია მისი ენაგახსნილობა,
გულახდილობა,
სიდიადე,
მისი სიყვარულის
აღიარებისა -
ისყიდის
ყველაფერს.
აქ თვითოულ სიტყვაში
ითვლით თვითოულ მის ჭრილობებს.

იგი თვით იმსახურებს
სიყვარულს.
და არასდროს არა გრძნობთ ამ
სიყვარულს ისე უკეთესად,
როდესაც იმ წამში,
როდესაც რომელიმე დანტესი
მას გულზე ხელს ჰკრავს!
პუშკინი -
ადამიანი და არა მარტო
ჯანმრთელი,
ცამდე აყვანილი,
ამაყი,
ბედნიერი - რომელიც მაინც
იტანჯება:
ადამიანი, უდიდესი გული,
რომელიც იძლევა, იღებს
და უბრუნებს ბევრჯერ მეტს.

პუშკინი ბოლოს და ბოლოს
პიროვნება:
რომლისთვისაც საქართველოს ცას
და არაგვს
აქვთ ენა.
ვისთვისაც ყველაფერი არსებობს:
მცენარეები და ცხოველები,
მამაკაცები და ქალები.
და, ვინც ხედავს რა ყოველივე ცოცხალს,
მონაწილეობას იღებს
ამ სიცოცხლეში -
ძალაუფლება პუშკინისა
მის დროზე
აქედან გამოდის.

სადაც დილის მზით ჩვენდება
სიცოცხლე,
ცივი გონება მშვიდდება.
ხომ ვერ გათბები -
ტყის გეგმით
ყველაზე უფრო სწორით,
სადაც გამოტოვებული არაა
არც ერთი ხე.
ცხოვრება არის
გონიერებათა-გონიერება!
მასში ძალაა
დარწმუნებისა,
არაფერთან არ სადარები.
ეს ძალა პუშკინისა,
ისევე როგორც რუსთაველის -
არის გადმოხეთქილი
სიყვარული.

აი, პუშკინის ტომები!
ცხოვრების, ადამიანისათვის
არ იქნებოდა განა უფრო ცუდი,
რომ პოეტისგან გაქცეულიყო?
ჩვენთვის,
რომლებიც ვცხოვრობთ უკვდავ წიგნებთან
და არა მოკვდავ ადამიანებთან,
არა ბეკენდორფის
ბრძანებებთან...
არა მის ულვაშებთან და ჩექმებთან,
მისთვის, რომ გავარჩიოთ,
მტყვანი და მართალი,
ჩვენ თვითონვე საკმარისნი ვართ.

ჩვენ პუშკინში ვგრძნობთ
მარად ჭეშმარიტებას.

პუშკინი პირდაპირ მიდის
არაგვთან,
როგორც ადამიანთან,
თავის ჯერ უვალი,
მისგან თელილი გზით -
და ბილიკებით.
ვინც მეტად ადამიანია,
იგი მეტის სიმართლით მართავს,
და იგი ყველაზე უფრო მართალია.

პუშკინი არაგვის პირად
მთლიანად იმაშია,
რათაც სურს მას იყოს.

[1930-იანი წლები]