შუალედი - დან - მდე
 
 


ორი უძველესი გვარი


მოქმედება პირველი

1. ორი უძველესი გვარი სისხლის აღების ნიადაგზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი არიან.
2. ორი ქალ-ვაჟი, ერთმანეთის სიყვარულით იწვის - მაგრამ ერთიცა და მეორეც სამტროდ გადაკიდებულთა გვარებს ეკუთვნიან. მათი საიდუმლო შუამავალი და ხელის შემწყობია პატარა მამია, ძმა ქალიშვილის.

მოქმედება მეორე

3. უეცრად გაისმის საბრძოლო ხმა, რომ ხეობას შემოესია მტერი. ეს გარემოება აერთიანებს ორ უძველეს გვარს. ისინი ერთობილობის ყრილობას ახდენენ. ისინი ფიცსა სდებენ ერთობისათვის.
4. ესევე გარემოება საშუალებას აძლევს შეყვარებულ ქალ-ვაჟს, ერთმანეთს იდუმალად შეხვდნენ. ქალი მოითხოვს საგმირო საქმეებს და სამაგიეროდ სამუდამოდ სიყვარულს ეფიცება.
მათ შეხვედრაში უშუალო მონაწილეობას იღებს მამია.

მოქმედება  III

5. ენგურზე მეორე სოფელთან შეერთებისათვის მიეშურება შეყვარებული ვაჟი (ბერის ტანისამოსში გადაცმული). აქ ხდება შეტაკება.

მოქმედება IV

6. სვანები ომში იმარჯვებენ. გახარებული სოფელი აღტაცებით ხვდება გამარჯვებულებს..

მოქმედება V

7. ხდება შეყვარებულთა საზეიმო დაქორწინება (ჟორჟოლა). [ყურადღების ცენტრში].

მამაკაცები:

ცოტნე, ჟორჟოლა, ბებე, ნათელ, ჯავახი (სამსახურის სათავეში მდგარი უხუცესი წევრი), რატი რატიანი, აგუნა, ჩარგას, ბეშქენ, თუნგურ, ზურგვან, ანგურაგ, ჩხაგუ, დევდარ, ედიგარ, უშეგი, რუბაგ, აფაქი, ბუბა, ქორა.

ქალები:

ერთგულაი, სინათლე, თინათე, იადონაი, ნუნაი, თათე, ნინო, თამარი,  თუთი, თამთა, ინაი.

იალბუზის გარშემო.
ნათესაური კატეგორიები. ახლობლები და შორებლები.
ახლობ., შორებ.: ძირიშ მეხუბარიარი, ქახიკა მეხუბარიარი.

მოქმედება პირველი

[ხალხო! [ეხლა] მეც [გთხოვთ] ვიტყვი: გადასწყვიტეთ - როგორც წესია.
ჩემს მაგიერად, რომ თქვენ თვითონ ყოფილიყავით,
[თქვენც ამას თუ არ შესდგომოდეთ]
თუ არ გეცნოთ, რაც უკეთესი, უმჯობესია,
გადაჭარბებით არ გექოლეთ სიმართლის ზვავით.
თუ ჩემი სახლი და ქონება არ დაგენანათ -
ძირფესვიანად ამომგდები...]

ქორა: დიდება!
ყველანი: დიდება მოგვსვლოდეს!
ქორა: დიდება მოგვსვლოდეს და მადლი!
ყველანი: დიდება მოგვსვლოდეს და მადლი!
ქორა: დიდბ ჯუდ ი მლდ აჯკად! ხალხო!..
.............................................................................
- თინაუ! თინათე! თინათე! (ხევები იძლევიან ხმას. სიკვდ. ნაპ. სცენა).
- ვერ მიმასწავლით გზას? (სცენა ლომპკ.). ჟორჟოლა.
- გათენება (სცენა სინათლიდან).
- ხმალი, ოტია, ხმალი! (და-ძმა).
- აფეთქება (სამშობლო).

ქორა:

ჭირისუფალო!
კარგო კაცებო, [მოისმინეთ] თქვენ განსაჯეთ ჩემი მუდარა.
[ახალგაზრდებო] თეთნულდო! შენაც გაიგონე ჩემი ვედრება.
ამ კაცმა მოგვკლა, მოგვახვია [ბნელი] ღამის სუდარა.
ჩემს უბედურ [დღეს] გულს ჯოჯოხეთიც ვერ შეედრება.
ცუდ საქმეში ვარ: გთხოვთ, ამ საქმეს შეხედოთ სწორად,
ჩამაგდეთ ტოლად ისე, როგორც ჩემს ადგილს იყოთ.
[დე, უბედობდეს ბედი ჩემი კვლავ ერთი-ორად] -
დეე, დაატყდეს რისხვა ჩემს [თავს] კოშკთ კვლავ ერთი-ორად,
რასაც მომისჯით, თუ მე იგი ვალად არ ვიღო.
დე, მოხდეს ისე, როგორაც თქვენ დასჯერდებოდით -
და თუ მე დაბლა დამაყენოთ, დამჩაგროთ, მცემოთ.
მაშინ, რაც ძალა არსებობდეს, მრისხანე ოდით -
ქვემო თოთნამდე და უშგულის ბოლომდე ზემოდ,
ის გაგწყრომოდესთ სულ თქვენა და თქვენს მოგვარეებს,
ის ამომწყვეტი იყოს თქვენი შთამომავლობის,
მოსწყდეს სამშობლოს, მის მშვენიერ შემოგარეებს -
კარგო კაცებო, [თქვენგან] სიმართლისას ვითხოვ წყალობას.
დიდება მოგვსვლოდესთ და მადლი. ასე ფიცსა ვდებ.
[ქორა]:

რას იტყვის [ეხლა] [ამ ფიცს] მორუალი? [ახლა] ამის შესახებ?]

ყველანი
:

დიდება მოგსვლოდესთ [და მადლი].

ქორა:

[რას იტყვის ეხლა] რას დაიფიცებს მორუალი ამის შესახებ?
(ფეხზე სდგება 24 კაცი).

მორუალის წარმომადგენელი:

შე კარგო კაცო, თქვენაც, კარგო და ბრძენო ხალხო.
მართალი არის, მწუხარება [გაქვთ] დიდია თქვენი!
ჩვენი ვალია, რომ სისწორით ავუღოთ ალღო,
რაც სიმართლეა, [რაც ადათის გზა და ხიდია] და ისეთი ვთქვათ განაჩენი.

ყველა
:

სწორეა!
სწორეა, და ჩვენ [რამდენათაც] სიმართლეზე მონაწილეებს
რამდენად სწორად გადაწყვეტა საქმისა გვსურდეს -
იმდენად ბედი მფარველობდეს ჩვენს სახლს და დღეებს.
[იმდენად] კეთილდღეობა სვანეთის [იმდენად] რომ არავის შურდეს.
ასე ფიცსა ვდებთ მორუალი.

ყველა
:

[სწორია] ასე!
ასე! თუ არა, მოხდეს, როგორც ჩვენ დაგვაფიცე,
იმ შენმა ფიცმა, კარგო კაცო, [კვალდაკვალ] უშბამდე გვდიოს.
ჩვენა და ჩვენი შთამოება იყოს სამიწე -
ამოსაწყვეტად იგონებდეს [მშობლიურ] [თეთეულდის] ენგურის სიოს.
- დიდება მოგსვლოდესთ.
- დიდება მოგსვლოდესთ და მადლი.
(პაუზა).

ქორა:

რა ფიცს სდებს მკვლელი?
„ჰე, კარგო ხალხო! რაც რომ [ჩემგან გადაუწყვიტეთ] ჩემზე გადასწყდეს ეხლა,
ჩემს მაგიერად რომ თქვენ თვითონ ყოფილიყავით!
თქვენც თუ ამას არ შესდგომოდით, არ გადგეხადოთ,
გადაჭარბებით თუ რაიმე არ მიგესაჯოთ -
თუ თქვენ ამაში ჩემის გულით [არ] თქვენ შემიტოლოთ
მაშინ შემწენი იყვნენ თქვენი ეს მთები [ჩვენი] მარად.
და თუ არა, თქვენ სიმართლესა არ შესდგომოდეთ,
[გაგვ.] ზეცა და მიწა გაგწყრომოდესთ ამოსაწყვეტად.
თუ ჩემი სახლი და ბავშები არ დაგენანოთ.
ასეთ დროსა და გადასახედს [წააწყდეთ], ფიცის მიმღებნო,
წააწყდეთ ყველა, თქვენ და თქვენი შთამომავლობა
ძირფესვიანად ამომგდები იყოს! ვთქვი - ფიცი!
            დიდება მოგვსვლოდესთ!
ყველა:

დიდება მოგვსვლოდეს!

ქორა
.

მორუალი მიმართავს, რომ ისინი საბოლოოდ დაემორჩილებიან (ორივე მხარე).
ჰე შენ: როგორც დღეს შენი ფიცი მივიღეთ ჩვენა -
ასე შენ: ჩვენი დღეს განსჯილი გწყენოდეს თუ არ -
თუ ასეთივე სიერთგულე გულს არ ჩაიგდო,
მაშინ გაგიწყრეს შენს ნათესავ-შთამომავლობას.
თუ შენ ამაში დაიხიო, რამე საქმეში,
მაშინ შენ და შენს საძმო კაცებს, ბავშებს და ქალებს
ძირფოთლიანად ამოგაგდებთ იგი ლაგურკა.
მაშინ გამიწყრეს მე, ნათესავ-შთამომავლობას,
ჩემსას, სახლსა და საცხოვრებელს ჩემსას გამიწყრეს,
თუ რამეგვარად შესაძლებელ იქნება და არ
შევუდგე მტკიცეს თქვენს განაჩენს. დიდება იყოს!

აპრილი, 1943