შუალედი - დან - მდე
 
 


ცეცხლი


(სცენა წარმოადგენს აივანს). ორი ახალგაზრდა ქალი.

I-ლი იდაყვზე დაყრდნობილი გადაჰყურებს აივანიდან ძირს. თეთრებშია გამოწყობილი.. დიდი ხნის პაუზა. უცებ ზეზე წამოხტება და ბრწყინვალე სახით, მხიარული ხმით გადასძახებს ძირს:
- იულია, იულია! ჩემო სიცოცხლევ! (გარბის აივნიდან). იულია, Мой розовый бутон! აააჰ!
მოისმის მეორე ქალის ხმა: მარო.. გამარჯვება, გამარჯვება, ქალო (კოცნის ხმა). როგორა ხარ, როგორ?
[II. არა, ჯერ შენ როგორა ხარ, თორემ მე].
[I. მე რა მიშავს, მე კარგად ვარ].
I. აი, აივანზე, აქ გავიდეთ.. ღმერთო ჩემო, რამ მოგაფიქრებინა ჩემთან წამოსვლა? მე მეგონა, დაგავიწყდი კიდეც! აი, აქ დაჯექი.
II. არა, შენ როგორ [დაგივიწყებდი] დამივიწყე, შენ.. (უცებ მოწყენით) ოჰ, მარო! რომ იცოდე, რა არ გადამხდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავცილდით ინსტიტუტის გათავების შემდეგ.. სხვა დროს გიამბობ ამას, ჯერ შენ მითხარი, როგორ მოეწყვე? ხომ არ მოგწყინდა სოფელში?
I. რისი მოწყენა. აქ იმდენი სიხალისეა, რომ მოწყენაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ირგვლივ სტუდენტები და გიმნაზიელებია. ძალიან, ძალიან მხიარული ხალხია, მართობენ, მახალისებენ.
II. გეარშიყებიან!
I. მაგრამ ვერაფერი გააქვთ.

1920-იანი წლები