ძიძიგური ლავრენტი - გალაკტიონს - 8
ძვირფასოგალაკტიონ!
სალამი!
ამას წინად წერილი მოგწერე, რომელშიაც სესხად გთხოვდი 200 მანეთს. შენ არც კი მიპასუხე!
ამას მე შენგან არ ველოდი, მაგრამ რა გაეწყობა! ამის ღირსი ვყოფილვარ თურმე!
ფაქტი ფაქტია და მეც, ძალიან მტკივნეულად ჩემთვის, ამას შევურიგდი...
გთხოვ, დამიბრუნო სურათი შენი, რომელიც მე გამომართვი იმ პირობით, რომ დამიბრუნებდი!
გამარჯვებით!
ლავრ. ძიძიგური
1955. VII. 28
ლენინისქუჩა№40, კიროვისბაღი