ფანცხავა სოსიკო - გალაკტიონს - 2
ჩემოგალაქტიონ!
ძალიან მინდა შენი ნახვა ერთი შენი სასარგებლო საქმის გამო, რომელიც შენ ავტორიტეტს ასწევს.
მნახე უსათუოდ, საღამოობით შინ – ვარ საღამოს 8 საათიდან – ამ კვირაში, რადგან მერე გვიანი იქნება. ან დამირეკე – 3-71-08 სამსახურში ყოველდღე 3 1/2 საათიდან.
შენი ს. ფანცხავა
5. X. 53 წ.