ახვლედიანი ოთარ - გალაკტიონს - 2
გილოცავთ ახალ წელს, გალაკტიონ ბიძია!
გალაკტიონ ბიძია, მეათე წერილს გწერთ და პასუხი კი არცერთის არ მიმიღია. რაშია საქმე, არ ვიცი. მე რას მერჩით, ორმა წელიწადმა განვლო, რაც დედაჩემის ნაწერები მოგეცით იმ აზრით, რომ თქვენ მას დააბეჭდინებდით და ფულს გამომიგზავნიდით. არა ერთხელ გამოვგზავნე თქვენთან კაცი, მაგრამ არცერთჯერ არაფერი პასუხი არ მიეცით. რას მერჩით, ბატონო, მე რომ პატიმარი არ ვიყო, არც კი შეგაწუხებდით მაგაზე, მაგრამ მე პატიმარი ვარ და მგონია, თქვენ უნდა იცოდეთ პატიმრის ცხოვრება. აი, ამ უკანასკნელ წერილს გწერთ. ან ლექსები გამომიგზავნეთ ან ფული. მე ვუგდებდი ყურს რადიოში თქვენ რომ ლექსს ამბობდით. გალაკტიონ ბიძია, აი, ჩემი უკანასკნელი წერილი. მერე კი იძულებული ვიქნები, მივწერო მწერალთა კავშირს ეს ამბავი. მეტს არაფერს გწერთ. თუ არ დაიბეჭდა, მაშინ ლექსები მომიტანეთ.
ველი პასუხს საჩქაროთ.
ოთარი ახვლედიანი
1. I. 51.