შუალედი - დან - მდე
 
 


ნიკოს


ღრმად პატივცემულო ბ. ნიკო!

უპირველესად გისურვებთ კიდევ [და კიდევ] მრავალ გამარჯვებებს თქვენს [დიდ] უდიდეს საქმეში.
თუ გახსოვთ, ბ. ნიკო, შარშანდელი თქვენი პირობა; ეს ბავშვი – ნაზი კალისტრატეს ასული რაკი შარშან დაგვიანების მიზეზით ვეღარ მოხვდა უნივერსიტეტში, ლიტერატურულ დარგზე – [თქვენ მითხარით, გაისად უსათუოდ] წელს გადის გამოცდებზე. საერთოდ ნიჭიერია, უყვარს ეს დარგი ძალიან, [ცოტ-ცოტას კიდეც მუ...] და თანაც შრომის მოყვარეა. იმედი მაქვს [თუ] თქვენი დახმარების, შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა. [მაპატიეთ] ბოდიშს ვიხდი შეწუხებისათვის. საერთოდ თქვენი დიდი მადლობელი ვარ.

[თქვენი პატივისმცემელი გალაკტიონ ტაბიძე]

[თქვენს წინაშე ამ წერილით – თქვენი გალაკტიონ ტაბიძე]
ტფილისი