შუალედი - დან - მდე
 
 


ორახელაშვილი გრიგოლ - გალაკტიონს - 3


     პატ. გა­ლაქ­ტი­ონ!

     გი­ტო­ვებ „კულ­ტუ­რულ რე­ვო­ლუ­ცი­ას“, „სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცია“ ჯერ არ გა­მი­თა­ვე­ბია, გა­და­წე­რა­შია. გა­მი­ჭი­ან­ურ­და, მაგ­რამ რას ვი­ზამ. ათა­სი გუ­ლით მინ­დო­დეს რელ­გუ­ლი­ა­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა, გა­სა­ქა­ნი არ მაქვს. რვე­უ­ლე­ბის სწო­რე­ბას­თან ერ­თად იმ­დენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­მუ­შა­ო­ებს მას­რუ­ლე­ბი­ე­ბენ, რომ დრო სრუ­ლე­ბით აღარ მრჩე­ბა.
     გა­და­წყ­ვე­ტი­ლი მაქვს, ად­რე იქ­ნე­ბა თუ გვი­ან, თქვენ­ზე ერთ კარგ წიგნს მა­ინც დავ­წერ და მა­ინც, მხო­ლოდ გთხოვთ, რომ ჩემს გან­ზ­რახ­ვას თქვენ­ზე (რა გან­ხ­რით ვმუ­შა­ობ) თე­მას და ქვე­თე­მებს ნუ­რა­ვის ეტყ­ვი. სხვე­ბიც მუ­შა­ო­ბენ თქვენ­ზე, არ მინ­და, მათ იცო­დენ ჩე­მი მო­საზ­რე­ბა­ნი შრო­მის სა­ბო­ლო­ვო დამ­თავ­რე­ბამ­დე. ძა­ლი­ან გთხოვთ.
     ახ­ლა, პატ. გა­ლაქ­ტი­ონ!
     შა­ბათს, დღის 12 სა­ათ­ზედ მო­ვალ თქვენ­თან, თუ გეც­ლე­ბათ. კონ­სულ­ტა­ცია გა­მი­წიე დღემ­დე და­მუ­შა­ვე­ბულ ქვე­თე­მებ­ში ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხებ­ზე შეც­დო­მე­ბის გა­სას­წო­რებ­ლად.

                                                                                                             პა­ტი­ვის­ცე­მით, მას­წავ­ლე­ბე­ლი გრ. ორა­ხე­ლაშ­ვი­ლი
                                                                                                                                                                            3/XII. 1949 წე­ლი