შუალედი - დან - მდე
 
 


ორახელაშვილი გრიგოლ - გალაკტიონს - 1


     პატ. გა­ლაქ­ტი­ონ!

     გა­დავ­წყ­ვი­ტე, რე­მენ­გ­ტონ­ზე არ დავ­ბეჭ­დო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თე­მე­ბი, სა­ნამ ხელ­ნა­წერს სა­ბო­ლო­ვოდ არ გა­ვას­წო­რებ და და­ვად­გენ, ვი­ნა­ი­დან ხარჯს მო­ითხოვს. მე მინ­დო­და თე­მე­ბი: სოც. ინ­დუს­ტ­რი­ა­ლი­ზა­ცია, კულტ. რე­ვო­ლუ­ცია და სოფ. მე­ურნ. კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცია ერ­თად მო­მე­ტა­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე აზ­რ­მა მი­კარ­ნა­ხა: ეგე­ბო ინ­დუს­ტ­რი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ზედ­მე­ტი რა­მე გა­მე­პა­რა, რომ­ლის მომ­დევ­ნო თე­მებ­ში გა­და­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა ან დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის გას­წო­რე­ბა. ამი­ტომ მო­გი­ტა­ნე წა­სა­კითხა­ვათ, რომ თქვე­ნი აზ­რი გა­ვი­გო და რჩე­ვა-და­რი­გე­ბა მი­ვი­ღო.
     თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი 1925 წლი­დან  1933 წლამ­დე ინ­დუს­ტ­რი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, რა­საც ეს თე­მა სა­ჭი­რო­ებ­და. და­ნარ­ჩე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი 1925 წლი­დან 1933 წლამ­დე მო­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში და სოფ­ლის მე­ურნ. კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ა­ში ამ თე­მე­ბის შე­სა­ფე­რი­სი მოთხოვ­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ისე, რომ მათ შო­რის დამ­თხ­ვე­ვე­ბი და აზ­რი­ა­ნი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი არ მოხ­დე­ბა. მე მგო­ნია, ინ­დუს­ტ­რი­ა­ლი­ზა­ცია დი­დად გა­ჭი­მუ­ლი არ უნ­და იყოს. მე მომ­წონს და რა ვი­ცი. სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი აზ­რი.

                                                                                                                       თქვე­ნი პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი: გრ. ორა­ხე­ლაშ­ვი­ლი
                                                                                                                                                                                     1949. 25.  V