შუალედი - დან - მდე
 
 


პატარიძე მიქელ - გალაკტიონს - 1


     პა­ტივ­ცე­მუ­ლოგა­ლაქ­ტი­ონ!

     თა­ნახ­მად შე­პი­რე­ბი­სა შე­ვად­გი­ნე სიტყ­ვა-სიტყ­ვი­თი თარ­გ­მა­ნე­ბი. ერთ კვი­რას გა­და­ვა­ცი­ლე, რად­გან სა­ი­მე­დო კა­ცი ვერ­ვინ ვნა­ხე, რომ გა­მო­მეგ­ზავ­ნა. თქვენს დიდ ლექ­ს­ში „სა­უ­ბა­რი ლი­რი­კის შე­სა­ხებ“ მე გან­ზ­რახ გა­მოვ­ტო­ვე რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი, რა­საც ჩე­მი ღრმა რწმე­ნით ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია ამ საპ­როგ­რა­მო ლექ­სი­სათ­ვის. შიგ არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი, გან­ს­აკუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია ეპი­ზო­დი სვა­ნუ­რი სო­ფელ „ლა­ლა­ვე­რის“ შე­სა­ხებ. ვთარ­გ­მ­ნე აგ­რეთ­ვე „გო­რი“ და „ახალ­გაზ­რ­და მო­ხე­ვის ქა­ლი“. იმე­დია, ეს ჩე­მი ნა­მუ­შე­ვა­რი თქვენ გა­მო­გად­გე­ბათ. თუ რა­ი­მე სა­თარ­გ­მ­ნი კი­დევ გექ­ნე­ბათ, და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ საქ­მე­ში, მაც­ნო­ბეთ, ან სა­თარ­გ­მ­ნი მა­სა­ლა გა­და­ე­ცით ჩემს ვაჟს რა­მაზს (პე­როვ­ს­კაია №19, მე­სა­მე სარ­თუ­ლი). ის მე გად­მომ­ცემს. მო­მი­კითხეთ დი­დის პა­ტი­ვის­ცე­მით თქვე­ნი ნი­ნო. იმე­დია, შე­მოდ­გო­მა­ზე აქ იქ­ნე­ბით.

პა­ტი­ვის­ცე­მითთქვე­ნიმი­ქე­ლი

 P. S. გა­ლაქ­ტი­ონ, ძმაო, ბო­დი­ში, რომ ხელ­ნა­წე­რი ვერ გა­და­ვა­ბეჭ­დ­ვი­ნე. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აქ არ არის.

                                                                                                                                                                                      შე­ნი მი­ქე­ლი
                                                                                                                                                                                            6/IX-48 .