შუალედი - დან - მდე
 
 


ბოცვაძე სოსო - გალაკტიონს


     ღრმადპა­ტივ­ცე­მუ­ლო-ნოგა­ლაკ­ტი­ონ!

     გულ­წ­რ­ფელ სა­ლამს გიგ­ზავ­ნით აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლა­ქი­დან და გი­სურ­ვებთ ჯან­მ­რ­თელ, ხან­გ­რ­ძ­ლივ სი­ცოცხ­ლეს ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ჩვე­ნი ერის სა­სი­ქა­დუ­ლოდ.
     თქვე­ნი წაბ­რ­ძა­ნე­ბის შემ­დეგ სო­ხუმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. მხო­ლოდ ამინ­დი შე­იც­ვა­ლა. წვიმს და ჯან­ღი წევს აფხა­ზე­თის მთებ­ზე. გუ­ლი შე­ა­წუ­ხა ამ­დენ­მა წვი­მამ.
     თქვე­ნი წიგ­ნი ჯერ არ გა­მო­სუ­ლა ბა­ზარ­ზე. არ ვი­ცი, რა უნ­და იყოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი მო­უთ­მენ­ლად მო­ე­ლის მას. გა­უ­გი­ათ, რომ სო­ხუმ­ში გა­მო­ი­ცა თქვე­ნი ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი წიგ­ნი და სა­ხელ­გა­მის გამ­გეს თა­ვი მო­ა­ბეზ­რეს. ყვე­ლას სურს მი­სი შე­ძე­ნა. გულ­წ­რ­ფე­ლია ეს ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა. ვი­საც უყ­ვარს ჩვე­ნი პო­ე­ზია, ვი­საც აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, ის, რა თქმა უნ­და, გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებს თვალს თქვენს ყო­ველ სტრი­ქონს. და მე არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ქარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მუხლს არ იდ­რეკ­დეს თქვე­ნი ცეცხ­ლო­ვა­ნი სტრი­ქო­ნე­ბის წი­ნა­შე.
     მეც, ერ­თერ­თი თქვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მე­ლი, მო­უთ­მენ­ლად მო­ვე­ლი თქვენს წიგნს. თქვენ მე იგი ლექ­სად წარ­წე­რით დამ­პირ­დით. იგი უძ­ვირ­ფა­სე­სი და სა­ა­მა­ყო სა­გან­ძური იქ­ნე­ბა ჩემს პა­ტა­რა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში... ამი­ტომ ნუ დამ­ძ­რა­ხავთ, თუ გახ­სე­ნებთ და­პი­რე­ბას და ნუ ჩა­მით­ვ­ლით მას კად­ნი­ე­რე­ბა­ში.
     ვი­ცი, დატ­ვირ­თუ­ლი ბრძან­დე­ბით, მაგ­რამ გთხოვთ, მოკ­ლე ბა­რა­თით მაც­ნო­ბოთ, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის და­საწყი­სის შე­სა­ხებ. რო­დის­თ­ვის გექ­ნე­ბათ სა­ბო­ლო­ოდ თავ­მოყ­რი­ლი იგი? ამას იმი­ტომ გწერთ, რომ ამ­ჟა­მად ჩე­მი დრო­ის ბი­უ­ჯე­ტი ძა­ლი­ან გან­საზღ­ვ­რუ­ლია და თბი­ლის­ში დიდ­ხანს ვერ დავ­რ­ჩე­ბი, ორი დღის შემ­დეგ უკან უნ­და დავ­ბ­რუნ­დე და თუ ჯერ მა­სა­ლის­თ­ვის თა­ვი არ მო­გიყ­რი­ათ  ვში­შობ, ტყუ­ი­ლად არ და­მირ­ჩევს ჩა­მოს­­ვლა.
     იქ­ნებ რა­ი­მე ის­მის თბი­ლის­ში, თუ რო­დის­თ­ვის აპი­რე­ბენ ალ. ყაზ­ბე­გის და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვ­ნას? ეს სა­კითხი აქ ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს, სა­გან­გე­ბოდ უნ­და ავ­ღ­ნიშ­ნოთ იგი. თუ რა­ი­მე ის­მის, იქ­ნებ მაც­ნო­ბოთ.
     მო­უთ­მენ­ლად მო­ვე­ლი თქვენს პა­სუხს. გულ­წ­რ­ფე­ლი სა­ლა­მი ქ-ნ ნი­ნოს. ჩემს მი­სა­მართს ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის მა­ინც გწერთ. Су­хуми, Мол­отова 21, С. Боцвадзе. სჯობს, რუ­სუ­ლად და­ა­წე­როთ კონ­ვერტს, რად­გან დამ­ტა­რებ­ლე­ბი რუ­სე­ბი არი­ან.
                                                                                                                  მა­რად თქვე­ნი პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი სო­სო ბოც­ვა­ძე
                                                                                                                                                                      14. II. 48. სო­ხუ­მი