შუალედი - დან - მდე
 
 


სონია ტაბიძეს


ძვირფასო სონია!

შენგან გამოგზავნილი წერილი დამახვედრეს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს საღამოს ვერ ვესწრები. ავად ვარ და ეს არის ერთადერთი მიზეზი, თორემ დარწმუნებული იყავი, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნებოდა ახალგაზრდობასთან და თქვენს პედკოლეკტივთან შეხვედრა.
ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ როგორმე მოხსენებას, ლექსებსა ან სხვა მასალებს გადააწერინებ და გამაცნობ, თუ ეს ძნელი არ იქნება. მეტად მაინტერესებს.

მარადის შენი გალაკტიონი

1948, 10 მაისი