შუალედი - დან - მდე
 
 


ნიკოს


პატივსცემულო ნიკო!

მე გადავათვალიერე მე-IV ტომი. მინდა გავიგო: რატომ არაა აღნიშნული თვით წიგნში, რომ ის მე-IV ტომია? რისთვის არაა მეტად საპასუხისმგებლო დატა 1941–1945 წწ., როგორც მე მქონდა? ეს იცოდა ჭეიშვილმა. თუ შეკრული არაა წიგნი, ეს შეიძლება ჩაემატოს, თუ მზადაა – რაღა გაეწყობა!

გ. ტაბიძე

9 აპრილი, 1947

უნდა ასე: „გალაკტიონ ტაბიძე, ტ. IV (1941–1945). სახელგამი“.
თუ საჭირო არაა, ან თუ ძნელია, ან წიგნს დააგვიანებს, გთხოვთ, ნუ შესწუხდებით.

გ. ტ.