შუალედი - დან - მდე
 
 


მაჩხანელი ალექსანდრე - გალაკტიონს


     გა­ლაკ­ტი­ონტა­ბი­ძეს.

     ამ პა­ტა­რა წე­რი­ლით მინ­და გე­ლა­პა­რა­კოთ დღე­ვან­დე­ლი ჩე­მი ფიქ­რე­ბის შე­სა­ხებ. იმე­დი მაქვს, რომ პა­ტა­რა დახ­მა­რე­ბას მა­ინც გა­მი­წევთ და ჩემ წე­რილს უყუ­რადღე­ბოთ არ დას­ტო­ვებთ. მე 1945 წლი­დან ხან­გა­მოშ­ვე­ბით ვმუ­შა­ობ პო­ე­მა­ზე „გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე“. უკ­ვე და­წე­რი­ლი მაქვს პო­ე­მის 30 თა­ვი... მაგ­რამ არის ერ­თი ძლი­ე­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა: მე თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ვერ ვიც­ნობ, მე­ტად­რე წარ­სუ­ლი წლე­ბი­სას. ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც თქვენს შე­სა­ხებ არ­სე­ბობს, მე­ტის­მე­ტად მცი­რეა და თუ­გინდ ბევ­რიც იყოს, ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თქვენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გექ­ნე­ბათ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და სა­ერ­თოდ ისე­თი მა­სა­ლა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­დან, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც პო­ე­მა­ში შე­იძ­ლე­ბო­დეს; აგ­რეთ­ვე ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი და სრუ­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია: ქრო­ნო­ლო­გი­ას გაჰ­ყ­ვე­ბა პო­ე­მის სი­უ­ჟე­ტი და უფ­რო ძარ­ღ­ვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ამით ის არ იფიქ­როთ, ვი­თომ მე თქვენს ცხოვ­რე­ბას ვერ ვიც­ნობ­დე: შეს­წავ­ლი­ლი მაქვს თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვენს შე­სა­ხებ და­წე­რი­ლა და რაც თქვენ გა­მო­გიქ­ვეყ­ნე­ბი­ათ... თქვენს შე­სა­ხებ ხომ ჯერ არ­ცერ­თი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი პო­ე­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი არ და­წე­რი­ლა. ჩე­მი მი­ზა­ნია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყო­ფის აღ­წე­რა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. თუ თქვენც და­ეხ­მა­რე­ბით, ეს პო­ე­მა დამ­თავ­რ­დე­ბა 1950 წელს და იგი ყო­ველ­მ­ხ­რივ სრუ­ლი იქ­ნე­ბა. შემ­დე­გი­სათ­ვის, თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა, გა­მო­გიგ­ზავ­ნით პო­ე­მის რამ­დე­ნი­მე თავს. მე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ წე­რილს უყუ­რადღე­ბოდ არ დას­ტო­ვებთ, მე ვე­ლი თქვენ­გან და­რი­გე­ბას და დახ­მა­რე­ბას, რაც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე.
                                                                                                                                   მუ­დამ თქვე­ნი პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი
                                                                                                                  ალექ­სან­დ­რე მაჩხა­ნე­ლი (ც. ნატ­როშ­ვი­ლი)
                                                                                                                                                             1946 წ. 20 აპ­რი­ლი
                                                                                                    წი­თე­ლი წყა­როს რა­­­ნი, სო­ფე­ლი ზე­მო მაჩხა­­ნი