შუალედი - დან - მდე
 
 


ქუჩიშვილი გიორგი - გალაკტიონს - 2


     ჩე­მოგა­ლაკ­ტი­ონ, აქ, ქვიშ­ხეთ­ში თუმ­ცა მნახ­ვე­ლე­ბი არ მაკ­ლია, მაგ­რამ ისე არა­ვის გა­ვუ­ხა­რე­ბი­ვარ, რო­გო­რა­დაც გა­მა­ხა­რა შენ­მა წე­რილ­მა, რის­თ­ვი­საც უგუ­ლი­თა­დეს მად­ლო­ბას გით­ვ­ლი.
     შენ­მა მო­გო­ნე­ბამ ჩემ­ში კი­დევ სულ სხვა მო­გო­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, სა­ხელ­დობრ: წარ­სულ­ში მე და შე­ნი ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა მთელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ა­ში. „ვხე­დავ სუ­რებს, ვხე­დავ დაფ­ნარს, ვხე­დავ მდუ­მარ ნა­სა­კი­რალს“ და... ფო­თი... „გე­დის სიკ­ვ­დი­ლი“... ნოე ჩხიკ­ვა­ძეს­თან ჩე­მი შეხ­ლა და... ეჰ, რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვთ­ვა­ლო. ტკბი­ლია, ტკბი­ლი, რაც უნ­და მწა­რე იყოს, ყო­ვე­ლი მო­გო­ნე­ბა. სად არ გვიქ­როლ­ნია, ჩე­მო გა­ლაკ­ტი­ონ, სად არ გვი­ლეწ­ნია ჩვე­ნი სი­ჭა­ბუ­კის ფრთა­მედ­გა­რი ოც­ნე­ბა... და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ დღე­ვან­დე­ლო­ბას: მე, ჩე­მო კარ­გო, ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი გავ­ყე­ვი შენს და ჩემს კარგ მე­გო­ბარს კო­ტე ვეფხ­ვა­ძეს (შე­სა­ფე­რი გვა­რი აქვს, მარ­თ­ლა ჰგავს ვეფხვს), რად­გა­ნაც სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო. იგი ხელ­მარ­ჯ­ვე დოს­ტა­ქა­რია. თუმ­ცა დიდ­ხანს მაღ­რი­ა­ლა ოპე­რა­ცი­ის დროს, მაგ­რამ სა­უცხო­ოდ ჩა­ა­ტა­რა, გარ­თუ­ლე­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ახ­ლა კი, ჩე­მო გა­ლაკ­ტი­ონ, რო­გორც უკ­ვე იცი, აქ, ქვიშ­ხეთ­ში ვარ და მი­სუს­ტე­ბუ­ლი დავ­ფარ­ფა­ტებ დღე-მოკ­ლე პე­პე­ლა­სა­ვით... ჰაი-გი­დი, რა ქა­რიშ­ხ­ლი­ა­ნი „ბი­ჭი“ ვი­ყა­ვი და რო­გორ და­ვუძ­ლურ­დი! მახ­ლას! შენ რა­ღა და­გე­მარ­თა, კა­ცო, რო­გორ და­შა­ვე­ბულ­ხარ, ჰა? ეჰ, თავ­და­უ­ზო­გა­ვე­ბი ვართ, ჩე­მო გა­ლაკ­ტი­ონ! წარ­მო­გიდ­გე­ნია დღე­ის იქით გი­ორ­გი უღ­ვი­ნოთ და უსუფ­როდ? ჰაი, დე­და­სა მტრი­სა­სა! ეს ხომ სიკ­ვ­დი­ლია ნაღ­დი!
     გა­ლაკ­ტი­ონ, ერ­თობ გა­მე­ხარ­და შე­ნი ძმის აბე­სა­ლო­მის თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნა. ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გო­რი პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი ვარ მი­სი! რომ შე­მე­კითხო რის­თ­ვი­საო, ვერ გი­პა­სუ­ხებ, მარ­თა­ლი გითხ­რა. მო­მი­კითხე ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით, ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით მო­მი­კითხე აგ­რეთ­ვე ქ-ნი ნი­ნო. მო­კითხ­ვა ჩვე­ნე­ბი­სა­გან. სხვა, გა­ლაკ­ტი­ონ, რო­გორ მი­დის „აფხა­ზე­თის წიგ­ნ­ზე“ შე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტემ­პი? ღრმად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში­აც შენს სრულ გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში! და­ვი­ღა­ლე, სი­სუს­ტის გა­მო, და უნ­და შევ­წყ­ვი­ტო წე­რა. ბო­დი­ში!

                                                                                                                                                     მა­რად შე­ნი გ. ქუ­ჩიშ­ვი­ლი
                                                                                                                                                 26 აგ­ვის­ტო, 1946, ქვიშ­ხე­თი