შუალედი - დან - მდე
 
 


შოთა ქურიძეს


ამხ. შ. ქურიძეს

თანამედროვე ქართული პოეზიის განმტკიცების საქმეში უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ჩვენი პრესა. ეს გარემოება არაერთხელ ყოფილა აქცენტირებული თვით პოეზიაშიც, რომელშიაც პრესა შედიოდა, როგორც ერთ-ერთი თემათაგანი.

„ჩვენი პრესა სდგას ხმამომართული
თავის უსივრცოდ დიდ ასპარეზზე,
უზარმაზარი მიაქვს სართული
ინდუსტრიალურ ხე-ტყის არეზე“.

გაზეთის „ინდუსტრიალური ქუთაისის“ მწერლობისადმი იშვიათი გულწრფელი, მეგობრული დამოკიდებულება, არ შეიძლება, არ აღინიშნოს დღეს, გაზეთის არსებობის 25 წლის თავზე.
მიიღეთ, ამხანაგებო, ჩვენი მხურვალე სალამი! გისურვებთ, მომავალშიაც მტკიცედ განგეგრძოთ ბრწყინვალეთ დაწყებული გზა უდიადესი კულტურისაკენ.

გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს სახ. პოეტი

1946, თბილისი