შუალედი - დან - მდე
 
 


ქიქოძე გერონტი - გალაკტიონს


     ძვირ­ფა­სოგა­ლაქ­ტი­ონ!

     თუმ­ცა გუ­შინ წინ, რო­დე­საც შა­ი­თან ბა­ზარ­ში შეგ­ხ­ვ­დით, მე შეგ­პირ­დით, რომ მოკ­ლე შე­სა­ვალ სიტყ­ვას ვიტყ­ვი თქვენ მი­ერ გან­ზ­რა­ხულ სა­ღა­მო­ზე-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს ორი დღეა თქვენს ლექ­სებს ვკითხუ­ლობ და ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩე­მი აღ­თ­ქ­მის შეს­რუ­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. თქვე­ნი ლი­რი­კა ჩემ­ზე ისეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, თით­ქო თქვენ გქონ­დეთ რა­ღაც მე­ექ­ვ­სე გრძნო­ბა, რა­ღაც ზეგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ­ლი­თაც თქვენ სამ­ყა­როს ით­ვი­სებთ. თქვე­ნი მიდ­გო­მა მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­სი ახ­ს­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მეტყ­ვე­ლე­ბით. ან კი რა სა­ჭი­როა ეს? ყო­ვე­ლი ცდა თქვე­ნი პო­ე­ზი­ის პრო­ზა­უ­ლი ენით ამეტყ­ვე­ლე­ბი­სა, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სა გატ­ლან­ქე­ბის, გა­ვულ­გა­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას შექ­მ­ნი­და გე­მოვ­ნე­ბა გახ­ს­ნილ მკითხ­ველ­ში და მის პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევ­და. სა­უცხო­ვოა ეს აზ­რის და გრძნო­ბის თით­ქ­მის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ნი­უ­ან­სე­ბი, ეს ცდა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ტლან­ქი სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვ­ლი­სა. რას უშ­ვე­ლის აქ ადა­მი­ანს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე­ო­ბა? იმის თქმა, რომ ეს სიმ­ბო­ლიზ­მია, ეს მის­ტი­ციზ­მია, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მიაო, არაფ­რის თქმას ნიშ­ნავს. ჩე­მი აზ­რით, თქვე­ნი ლი­რი­კის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია მუ­სი­კა­ლუ­რი პი­ე­სე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კომ­პო­ზი­ტო­რი თქვე­ნი მო­ნა­თე­სა­ვე სუ­ლით იქ­ნე­ბო­და აღ­ჭურ­ვი­ლი და მას სუ­ლით სულ­ში ჩა­ხედ­ვის ნი­ჭი ექ­ნე­ბო­და.
     ამ უკა­ნას­კ­ნელ დროს ორ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მოს და­ვეს­წა­რი. ერ­თ­ზე ბეთ­ჰო­ვე­ნის მეცხ­რე სიმ­ფო­ნი­ას ას­რუ­ლებ­დ­ნენ, ხო­ლო მე­ო­რე­ზე მი­სი­ვე ექვს პირ­ველ სო­ნა­ტას. ორი­ვე სა­ღა­მო­ზე ერ­თ­მა ლექ­ტორ­მა შე­სა­ვა­ლი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა. ეს სიტყ­ვე­ბი თა­ვის თა­ვად არ იყო ური­გო. მაგ­რამ რო­გორც მე, ისე, მით უმე­ტეს, მუ­სი­კის მცოდ­ნე­ებს ისი­ნი ზედ­მე­ტად ეჩ­ვე­ნენ. თუ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბით ბრმაა, რაც უნ­და მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლი იყოს თვალ­ხი­ლუ­ლი, მას ფე­რე­ბის თვი­სე­ბას ვე­რა­ვი­თა­რი მსჯე­ლო­ბით ვერ აუხ­ს­ნის; ხო­ლო თუ ადა­მი­ა­ნი თვალ­ხი­ლუ­ლია, რა სა­ჭი­როა მის­თ­ვის ფე­რე­ბის ახ­ს­ნა? რო­გორც ნამ­დ­ვილს პო­ე­ზი­ას, ისე ნამ­დ­ვილ მუ­სი­კას ადა­მი­ა­ნი უშუ­ა­ლოთ გრძნო­ბით ით­ვი­სებს და მათ კო­მენ­ტა­რე­ბი არ სჭირ­დე­ბა.
     თუ თქვენ აუცი­ლებ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თქვე­ნი სა­ღა­მო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ვა­ლი სიტყ­ვით გა­იხ­ს­ნას, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სხვამ იკის­როს მი­სი წარ­მოთ­ქ­მა. მე კი მგო­ნია, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და ასე­თი სა­ღა­მო მხო­ლოდ ლექ­სე­ბის კითხ­ვით და მუ­სი­კა­ლუ­რი პი­ე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი­ყო.
     დიდს ბო­დიშს ვიხ­დი, თუ იმ დღე­ვან­დე­ლი და­პი­რე­ბით, რო­მე­ლიც, რო­გორც მახ­სოვს, სა­ბო­ლოო არ ყო­ფი­ლა, რა­ი­მე ზი­ა­ნი მო­გა­ყე­ნეთ.
                                                                                                                   გულ­წ­რ­ფე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე
                                                                                                                                                                                     6. V. 1942