შუალედი - დან - მდე
 
 


ქუჩიშვილი გიორგი - გალაკტიონს -1


     კოხ­ტა თა­ი­გუ­ლი­ვით შეკ­რულ გუ­რი­ის მთა­თა და მკვიდ­რ­თა სა­ლა­მი ჩემს გა­ლაკ­ტი­ონს, რო­მელ­მაც უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ლექ­სი უძღ­ვ­ნა თა­ვი­სი ჭა­ბუ­კო­ბის დროს.
     შე­ნი თქმი­სა არ იყოს, მარ­თ­ლა კუნ­ძულ­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ და არა სა­გუ­რა­მო­ში, ვი­ნა­ი­დან შენ­მი­ერ ივ­ლი­სის 29-ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი მხო­ლოდ აგ­ვის­ტოს 10-ში მი­ვი­ღე, რა­მაც, რა­ღა თქმა უნ­და, ერ­თობ გა­მა­ხა­რა.
     რო­ცა აღარ ვიქ­ნე­ბი ამ სა­წუთ­რო­ში და ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი წა­აწყ­დე­ბა ამ შენს ერ­თა­დერთ წე­რილს, ალ­ბათ, გა­ოც­დე­ბა და იტყ­ვის: ნუ თუ ამ გუ­ლი­თად მე­გობ­რებს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თხელ მი­უ­მარ­თ­ნი­ათ წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვი­სო. მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბა იგი: ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი მი­წერ-მო­წე­რა უნ­და დაგ­რო­ვი­ლი­ყო, რომ ერ­თ­ტო­მე­უ­ლი მა­ინც შემ­დ­გა­რი­ყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც თი­თო წე­რი­ლი გვრჩე­ბა. ესეც კარ­გია...
     გა­ლაკ­ტი­ონ, ისე მოხ­დე­ნი­ლად ამი­წერ სა­გუ­რა­მოს და თქვენს ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ცხოვ­რე­ბას, რომ შე­მე­ხარ­ბა, თუმ­ცა ბუ­ნე­ბის სი­დი­ა­დით, არა მგო­ნია, აქა­უ­რო­ბას აჯო­ბოს. მა­ღალ მთის კენ­წე­რო­ზეა წა­მოს­კუ­პე­ბუ­ლი ჩვე­ნი ოდა. ძირს, ხე­ო­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნოდ მიხ­მა­უ­რობს კალ­მა­ხე­ბით გან­თ­ქ­მუ­ლი ან­კა­რა სუფ­სა. დილ­დი­ლო­ბით სე­რებ­ზე ზლაზ­ვ­ნით მი­მა­ვა­ლი გაც­რე­ცი­ლი ნის­ლე­ბი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სულს მო­მა­გო­ნე­ბენ... სა­ღა­მო­ო­ბით ისე­თი სი­წით­ლით ლაპ­ლა­პებს ეს ტყე­თა სა­მე­ფო, გე­გო­ნე­ბა, ჩა­მა­ვა­ლი მზე კი არა, ხან­ძა­რი მოს­დე­ბია და სა­ცაა და­ინ­თ­ქე­ბა მის უზარ­მა­ზარ ალ­მურ­შიო.
     რას ვსაქ­მი­ა­ნობ? ირა­ო­სა­ვით დავ­ხე­ტი­ა­ლობ ტყე-ღრე­ში და ვე­ზი­დე­ბი ხმელ შე­შას, ეკა­ლას და სო­კოს...
     ჩვე­ნი კავ­ში­რის კრე­ბუ­ლის ლექ­სე­ბი­სათ­ვის ჯერ არ მო­მიც­ლია.. მო­ეს­წ­რო­ბა...
     აბა, შენ იცი, ჩე­მო გა­ლაკ­ტი­ონ, რო­გორ ნა­ყო­ფი­ე­რა­დაც დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე.
     გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა და მო­კითხ­ვა ყვე­ლას! მო­გი­კითხა პა­ტი­ვის­ცე­მით ვა­სა­სიმ.

                                                                                                                                                   მა­რად შე­ნი გ. ქუ­ჩიშ­ვი­ლი
                                                                                                                               12 აგ­ვის­ტო, 1940 წ., გუ­რია, დი­დი-ვა­ნი