შუალედი - დან - მდე
 
 


გამომცემლობას „სახელგამი“


დედის მძიმე ავადმყოფობის გამო დღეს მივდივარ იმერეთში სწრაფი მატარებლით. წიგნის ბეჭდვას ნუ შეაჩერებთ. თუ არის რაიმე გაუგებარი ამოიღეთ სტრიქონი, ტაეპი, მთელი ლექსი. მხოლოდ წიგნის ბეჭდვას ნუ შეაჩერებთ. ამოღებული ლექსის ნაცვლად გადმოიტანეთ ლექსი სხვა უფრო შორი ფორმიდან: როდესაც ჩამოვალ, მე შევავსებ... ყოველივე ეს სრულიად ადვილი საქმეა, უჩემოდაც მოახერხებთ. ასე: ნუ შეაჩერებთ წიგნის ბეჭდვას. იღონეთ რამე.

გალაკტიონ ტაბიძე

20. II–35 წ.