შუალედი - დან - მდე
 
 


ჩარკვიანი გრიგოლ გალაკტიონს - 3


     ძვირ­ფა­სოძმაოგა­ლაკ­ტი­ონ!

     უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სუ­ლით და გუ­ლით გი­ლო­ცავთ ოც­და ხუ­თი წლის იუბი­ლეს. გარ­და ამი­სა, გი­სურ­ვებთ მოს­წ­რე­ბო­დეთ ორ­მოც­და ათი წლის გა­დახ­დას.
     გა­ლაკ­ტი­ონ, შე­ნი ჭი­რი­მე, მე­ოთხე წე­რილს გიგ­ზავ­ნი. რას ნიშ­ნავს, არ ვი­ცი, პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. ნუ თუ ამ­დე­ნი ხა­ნი ვერ შე­მიგ­რო­ვეთ ჩე­მი სი­ით ფუ­ლი. მიშ­ვე­ლე რა­მე, სრუ­ლი­ად ფეხ­შიშ­ვე­ლი ვარ და მში­ერ-მწყურ­ვა­ლი. ამას წი­ნათ ვნა­ხე ლა­დო ბზვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც მითხ­რა, თით­ქოს ძა­ლი­ან გერ­ცხ­ვი­ნე­ბათ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა. თუ ძა­ლი­ან სა­სირ­ცხ­ვოთ მი­გაჩ­ნი­ათ, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკან­ვე გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ ჩე­მი სია ამ ად­რე­სით: ქ. ქუ­თა­ი­სი, ვა­ჟა ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა №12. ამის გარ­და, ვინც კი მიც­ნობს, არა მგო­ნია, ვინ­მემ და­ი­შუ­როს ორი­ოდ კა­პი­კის შე­წევ­ნა. თუ რა­მეს გა­მო­მიგ­ზავ­ნი, ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბე­ლი და­გირ­ჩე­ბით. ვე­ლი ძლი­ერ დაჩ­ქა­რე­ბით პა­სუხს. ასე, ჩე­მო გა­ლაკ­ტი­ონ, აბა, შენ იცი, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სა­სა­ხე­ლო, გულ კე­თი­ლი, რო­მე­ლიც და­ა­ფა­სებს ჩემს გა­ჭი­რე­ბას და მო­მაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას. მე კი დიდ მად­ლო­ბას გა­მო­გიცხა­დებთ პრე­სის საშ­ვა­ლე­ბით. კი­დევ გეხ­ვერ­წე­ბით, ამ ჩე­მი წე­რი­ლის პა­სუხს მა­ლე მო­მაწ­ვ­დენთ.

                                                                                                                                      შე­ნი კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი გრი­გოლ ჩარ­კ­ვი­ა­ნი
                                                                                                                                                                                    9 დე­კემ­ბე­რი, 1933 წ.