შუალედი - დან - მდე
 
 


ჩარკვიანი გრიგოლ გალაკტიონს - 2


     ძვირ­ფა­სოამ­ხა­ნა­გოდაძმაოგა­ლაკ­ტი­ონ!

     უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, კე­თი­ლის გუ­ლით გი­სურ­ვებ მრა­ვალს წელს სი­ცოცხ­ლეს და ჯან­სა­ღათ ყოფ­ნას.
     ამის გარ­და, დარ­წ­მუ­ნე­ბით ვი­ცი თქვე­ნი კე­თი­ლი გუ­ლი, ჩემ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ამ­ბავს იკითხავთ; რომ დაწ­ვ­რი­ლე­ბით ავ­ს­წე­რო ჩე­მი გა­ჭი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს მი­მაჩ­ნია მე ზედ­მე­ტად, რად­გა­ნაც დარ­წ­მუ­ნე­ბით იცით ჩე­მი სი­ღა­რი­ბის და გა­ჭი­რე­ბის ამ­ბა­ვი. ამის შემ­დეგ მე თქვენს წი­ნა­შე ძა­ლი­ან დიდს ბო­დიშს ვიხ­დი, ვი­ნა­იდ­გან ვბე­და­ვარ თქვენს შე­წუ­ხე­ბას, მაგ­რამ თქვე­ნის­თა­ნა გულ კე­თილ ადა­მი­ანს და მას­თან სა­სა­ხე­ლო სა­ხელ გან­თ­ქ­მულ ადა­მი­ან­ზე ამას საძ­რა­ხი­სად არ ჩა­მო­მარ­თ­მევთ.
     გა­ლაკ­ტი­ონ, თქვენ რომ პად­პის­კა მო­გარ­თ­ვით, რიცხ­ვი იყო 15 სექ­ტემ­ბე­რი. თუმ­ცა არ ეგ­ვი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვე­ნის­თა­ნა პი­როვ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც თქვენ მიბ­რ­ძან­დე­ბით და ჩემს ვი­ნა­ო­ბას აუხ­ს­ნით, არა მგო­ნია, მან და­ი­შუ­როს რა­ი­მე და ცო­ტა­ო­დე­ნი წვლი­ლი და­ი­შუ­როს და არ შე­მო­მე­წი­ოს.
     ეხ­ლა კი გან­მე­ო­რე­ბი­თა გთხოვთ, მიშ­ვე­ლოთ რა­მე და მო­მი­ხერ­ხოთ რა­მე. აბა, თქვენ იცით და თქვენ­მა კე­თილ გო­ნი­ე­რე­ბამ, თუ ჩად­გე­ბა ჩემს გა­ჭი­რე­ბა­ში და და­მიხ­ს­ნით ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რომ­ლი­თაც პრე­სის საშ­ვა­ლე­ბით ძა­ლი­ან დიდს მად­ლო­ბას გა­მო­გიცხა­დებთ უპირ­ვე­ლეს თქვენ და შემ­დეგ იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც კი შე­მო­მე­წე­ვა. კი­დევ ვსწერ ჩემს ად­რესს – ქ. ქუ­თა­ი­სი, ვა­ჟა ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა, სახ­ლი ჭი­პაშ­ვი­ლის №12, გრი­გოლს ჩარ­კ­ვი­ანს. ვე­ლი, თუ შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მა­ლე თქვენს წე­რილს. აბა, თქვენ იცით, რა­საც მო­ინ­დო­მებთ.
     თქვე­ნი კე­თი­ლის და მრა­ვალ წლის სი­ცოცხ­ლის მო­ნატ­რუ­ლი

                                                                                                                                                                     გრი­გოლ სი­მო­ნის ძე ჩარ­კ­ვი­ა­ნი
                                                                                                                                                                                                 24 სეკტ., 1933 წ.