შუალედი - დან - მდე
 
 


რკინიგზის #4 ქალთა სკოლის მოსწავლეებს


რკინიგზის №4 ქალთა სკოლის VII კლასის მოსწავლეებს.
თქვენმა წერილმა მოწაფეობის ხანა გამახსენა, მეც თქვენსავით ვუშვებდი ხელნაწერ ჟურნალს. მაშინ ამისთვის გვდევნიდნენ, ახლა კი საუცხოო პირობები გაქვთ განვითარებისათვის. [თქვენც] ეცადეთ, შეიარაღდით მეტი ცოდნით, რომ სამშობლოს ღირსეული შვილები გახდეთ.
ვასრულებ თქვენს თხოვნას, გიგზავნით ლექსს ჟურნალისათვის.
იყავით კარგად, ჩემო პატარა მკითხველებო და მეგობრებო.

საქართველოს სახალხო მწერალი გალაკტიონ ტაბიძე
[1930-იანი წლები]