შუალედი - დან - მდე
 
 


იოსებ გრიშაშვილს


ძვირფასო სოსო!

მე შენთან დიდი სირცხვილი დამემართა, მაგრამ უბედურ გარემოებას რომ არა, შეიძლება... მე მეორე საღამოსვე ქუთაისიდან წამოვედი ჭიათურაში, გზაზე მძიმე ავადმყოფი შევიქენი და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში მეორე დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი, ჭიათურაში ერთი ამხანაგის ბინაზე ვწევარ ავათმყოფი ეს ორი კვირაა. წარმოიდგინე ორი კვირა! ადამიანს აღარა ვგევარ! ეხლა ცოტა უკეთესადა ვარ და დღეს ან ხვალ საწოლსაც მივატოვებ, და ჩამოვალ ქუთაისში. შენ იმისი ნუ გეშინია! უსათუოდ ვეცდები და მოვახერხებ რამეს...

მარადის შენი გ. ტაბიძე

[1914-1915]