შუალედი - დან - მდე
 
 


ალექსანდრე აბაშელს


ძვირფასო საშა!

გიგზავნი ლექსს. გააკეთეთ ისე, როგორც საჭიროდ დაინახოთ, როგორც აჯობებს – მე შენ ყოველთვის გენდობი: ვიცი, რომ იშვიათი – საქმეში ჩახედული კაცი ხარ, გაასწორე, შეამოკლე... ერთის სიტყვით – როგორც იცი.
მხოლოდ, აი, რა: უკანასკნელ ხანებში მე ლექსებს ხელს ვაწერ – გალაკტიონი. მე მგონია, ასე აჯობებს რუსულადაც. ან და როგორც იქნება, ეს სულ ერთია.

შენი გ. ტაბიძე