შუალედი - დან - მდე
 
 


აკაკის


ღრმად პატივცემულო ამხანაგო აკაკი,
მიიღეთ ჩემგან მხურვალე სალამი!
როგორც შევიტყვე, სახელმწიფო ლიტგამომცემლობა მოსკოვში მოკლე ხანში სცემს ჩემს წიგნს რუსულ ენაზე. რუსეთში ჩემი წიგნი პირველად გამოდის ეხლა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ ყოვლისა ლექსების შერჩევას და აგრეთვე თარგმანის ხარისხს. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს [პოდსტროჩნიკების (подстрочники)] ლექსების სიტყვა-სიტყვით თარგმანის გაკეთებას, თუ ეს ნაწილი დამახინჯებული იქმნა, რასაკვირველია, მასზე აგებული [ლექსი] ნაწარმოები არ ივარგებს. წიგნი არასგზით არ უნდა იყოს დატვირთული [ძველი] პირველი პერიოდის ლექსებით, რისთვისაც საჭიროა გამოთხოვნილ იქნას...