შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-641-5 - უთარიღო


     [იავნანა; [მშფოთარე გ.; დაიძინე, შვილო].
     დედაჩემი ჩემს პატარა ბიჭობის დროს, [ეცვა] ატარებდა ხავერდის ტანთ­საც­მელს. ალბად. ამიტომ მე [მაშინ] ყოველთვის ასე ვეუბნებოდი: მეძინება, ჩე­მო ხა­ვერ­დის დედიკო! დამაძინე, ჩემო დედავ! მითხარი იავნანა, ჩემო ხა­ვერ­დის დედავ!
     და თმაზე გადმესებოდა ხოლმე ხავერდის ხელი, თვალებზე, შუბლზე ხე­­ლი, [წყნა­რი] ნაზი ხავერდის კოცნა დედისა. და ხავერდის იავნანა... და... შვი­ლო, დაიძინე გენაცვალოს შენი ხავერდის დედა. [და ჩამეძინებოდა]. თვა­ლით თითქოს ვხედ., სიზმრები ხავერდის მესიზმრებოდა. გა... კი ვიყავი ბავში - [ლამის] არა ხავერდისა, არამედ... ვი... რა ვიყავი...

 

* * *

[ჩემო ძვირფასო დედა! როდესაც...]