შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-414 - 1959 წელი


1959. 6 თებერვალი. თოვს.
1. „Заря Востока“ - სტამბაში. როგორ იბეჭდება წიგნი? როდის გამოვა დაახლოვებით.
2. ანტოლოგია „Тбилиси в поэзии“. „З. В.“ (ბუჰღალტერია).
3. პირველი სტამბა. ორჯონიკიძის ქ. №50. როდის გამოვა წიგნი? რა აბრკოლებს? მაისურაძე რომ ვნახეთ. მაისურაძემ დაურეკა ნოეს.
4. ბორჯომი მთელი ყუთი.
5. მწერალთა კავშირში - როდისაა ყრილობა. იმ ოცდახუთ კაცში ვიქნები თუ არა? (დელეგატები).
6. აფთიაქში. ყველა წამლები (თავის ტკივილის, გრიპის).
7. „Galactionologia“ - საღამო, სტამბა, შეხვედრა, აფიშა.
8. ავტობიოგრაფია. საბავ. (ვერ ვიპოვეთ).
9. ლიტფონდი (ვერ გადავეცი).
10. იყო ჩემთან გოგი. მომიყვა ჟურნალ "ხელოვნების" ხულიგნურ ამბავებს (ეგაძე, წულუკიძე).
11. ვიყავი სახელგამში. მაისურაძემ დაურეკა პირველ სტამბას.
12. ვიყავი ბუჰღალტერიაში. დავუტოვე განცხადება გადარიცხვის.
13.    
14. საბლიტგამი (ხუტა ბერულავა) მთხოვს ავტობიოგრაფიას წიგნისთვის, რომელიც გამოვატანე. დავპირდი რამეს დილისთვის. წიგნს რედაკტორობს, თუ არა ვცდები, ყურჩალა. საჭიროა ყურადღება.

1959.  7 თებერვალი - ისევ თოვს.
1. „Заря Востока“ - წიგნი - 20 თებერვლისთვის.
2. იქვე. ანტოლოგია.
3. პირველი სტამბა.
4. მწერალთა კავშირში - როდისაა ყრილობა.
5. გალაკტიონოლოგია.
6. ავტობიოგრაფია.
7. კაბინეტში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი.
8. მთარგმნელი პოეტი - ლუჩანსკი.
9. ოთარ ეგაძემ თავი აიგდო: ეს იყო სახელგამის წინ.
10. აღმოჩენილია „Галактионология“.
11. დავიბადე 1891 წ., სადაა დოკუმენტი?
12. „კალენდარი“ გავიძახოდი და კალენდარი თურმე ამავე წიგნშია!

8 თებერვალი. მზიანი ამიდია.
1. მივდივართ წყნეთში.
2. ვმუშაობთ კაბინეტში.
        3. განლაგდეს უნდა მთელი გაზეთი - არაფერი ახალი საჭირო არაა! (ჭილაიამ: ჩემი მონოგრაფია მოსკოვში მწერალთა ყრილობაზე იქნებაო. ჰმ. ჰმ).