შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-470-12 - 1958 წელი


დაგვიწყია სვლა-წასვლა.
12 საათზე - რადიოკომიტეტში.
12 - შენ.
12 - მწერალთა კავშირში.
12 საათზე - მინის ჩარჩოში რომ ჩაისვას.. ქართულად...
Кантовщик.
Кант - კანტი, ნაწიბური, ქობა, არშია.
Кантовка - მოქობვა, მოარშიება, ქობის შემოვლება.
თორმეტ საათზე მე უნდა შევიარო ბესიკის ქუჩაზე, სახლში №2. იქ გუშინწინ დავუტოვე გეგმა [ჩქიმი] ჩემი სახლისა, რომელიც სოხუმში შენდება. ეს ნახაზი (უფრო ნახატი - ვინაიდან ფერადებითაა გაკეთებული) კანტის მკეთებელმა უნდა [შემოავლოს კანტი] ჩასვას მინაში, და შემოავლოს კანტი. დაშვენდება ამ მშვენიერ სურათს ასეთი მოქობვა, მოარშიება, კანტის შემოვლება. წამოვიღებ და დავკიდებ ჩემს კაბინეტში, თან ვიოცნებებ <ტკბილის> მოგონებებით...

*
[რადიუმისას]
ვით რადიუმი, [პოეზიაც
რადიუმისას ჰგავს ძიებას.]
პოეზია [ჰგავს რადიუმის
ძებნას].

სხვადასხვაობის.
პოეზიის და რადიუმის
ძებნის, სხვაობის?
არა, სხვაობის.

В дороге. Изводишь.