შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-635-20 - 11 მაისი, 1958 წელი


1. უბრალო საღამო ენკენისთვეში...
2. წიგნები უნდა გამოიცეს. სახელგამი, ზარია, საბლიტგამი.
3. გამომცემლობა „З. В.“ გოლცევისა და გაფრინდაშვილის წიგნი.
4. საიუბილეო კომისიის შექმნა (არაოფიციალურის).
5. პოვნა ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის საამშენებლო კომისიაში.
6. დეპეშა სოხუმში, სასტუმროში.
7. დალაგება კაბინეტისა.
8. საღამო-გამოფენა სადეკადო.
9. მოგვარება სოხუმის საქმის.
10. დაუბეჭდავი ლექსების დაგროვება.
ბ. Hჟღენტი, ს. ჭილაია, ი. აბაშიძე. 50 წელი აღინიშნება უბრალო საღამოთი.
11. მტკიცე მეგობართა კავშირი.
12. ასი ქართველი პოეტი და მათი გარჩევა.
13. ყველა ქართველი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი.
14. სადეკადო მასალების კატალოგი... გამოფენისათვის.
15. ადგილის პოვნა დიდი სურათისათვის.
16. სტენდებისა და სხვ. საგამოფენო მასალის ჩამოტანა წყნეთიდან.
17. წყნეთში საგამოფენო მასალების (კაბინეტში) დაგრ.
18. იუსტიციაში კედლის გაზეთის პოვნა.
19. რუსთავში  ფოტოები და სურათი არ დაიკარგოს.
20. საბურთალოს სამკითხველოში - რა უყვეს კედლის გაზეთს? (წამო­მი­ღია ოდეს­ღაც).
21. მუდმივი გამოფენისთვის ადგილის შოვნა (ქალაქის აღმასკომი, კულ­ტუ­რის სა­მინისტრო, მწერალთა კავშირი, ხელოვანთა კავშირი ან სხვ.). წიგ­ნე­ბი და მუზეუმი!
22. როგორ უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი არმია? (განსაკუთრებით ქა­ლები).
23. ჩემი მომხრე მწერლების დარაზმვა.
24. ზუსტი ეკონომიური ხარჯები (5. 000 მან.).
25. დაზუსტება ჰონორარის (Заря, Комунист).
26. ჩემი ეკონომიურად შევიწროებისათვის მებრძოლები.
27. გალაკტიონოლოგიის საკითხები.
28. 50 წლის არ აღნიშვნა არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჩემი და­მარ­ცხე­ბა.
29. რა მოძრაობებია გარეშემო? (სალიტ. საღამოები).
30. შვიდი მომხსენებელი: 1. ბესო ჟღენტი. 2. შალვა რადიანი. 3. რევაზ თვა­რა­ძე. 4. ს. ჭანტურია. 5. პ. ბახტურიძე. 6. მუმლაძე კარპე. 7. დიმიტრი ბე­ნაშვილი. 8. იდეა გადადის I, II, III, IV, V, VI, VII, VIII და IX ტომის გაშუქებაში.
31. მოსკოვის სადეკადო წიგნის მთარგმნელების მიხედვით დანაწილება. აგ­რეთ­ვე VIII ტომის სადეკადო დანაწილება.
32. მონახვა მომხსენებლებისა და სიტყვათა მთქმელების.
33. სოხუმის საღამოები.
34. წყნეთის საღამოები. კავშირი ც. კ. (დოლიძე, მჟავანაძე, მელაძე).
35. შეძენა 100 ეგზემპლიარი წიგნისა „Декада“ (ყდისათვის).
36. სტენდებისა და სხვ. მასალების გადმოზიდვა წყნეთიდან.
37. 7.000 მანეთი.. შემოდგომამდე.
38. დამზადებულია წიგნი დღიურისათვის, ყოველდღიური მუშაობის­თვის.
39. ჩრდილოეთის საპარადოს გზის გასუფთავება.
40. პოვნა მჟავანაძისა და ჯავახიშვილის სადეკადო წერილების (კ. გზა).
41. VIII ტომი შეიცავს 88 ლექსს.
42. მოსკოვის რუსული წიგნი შეიცავს 277 ლექსს - მთარგმნელია.
43. წიგნი Великому Октябрю შეიცავს.
44. დეკადის დროშები!
45. სადაა მაისის დროშები?
46. რამდენ საღამოზე გამოვედი?
47. მოვიყვანოთ საბოლოო წესრიგში ის, რაცა გვაქვს! და შევისვენოთ.

11 მაისი, კვირა.