შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-8 - 1958 წელი


ეს ძველი დროინდელი ამბავია.
1. დაიწყო ეს საქმე მოსკოვის დეკადიდან: სადაც ამხანაგ ჩიქოვანს უნდოდა დაეყო ჩვენი მწერლობა ორ ნაწილად: რევოლიუციამდელი და რევოლიუციის შემდეგ დროინდელი, სადაც სურდა გამოეყვანა - თითქო [ჩემი სალიტერატურო საღამოები კონსერვატორიაში, სადაც მე, მისი აზრით, მხოლოდ რევოლიუციამდელ...] რა თქმა უნდა, ეს მას არ გაუვიდა, რადგან ეს ამბავი დაუჯერებელია.
2. შემდეგ განაგრძო ისეთნაირი ხაზით მუშაობა, რაც...

გვ.
1. „მაგრამ მე მაგისი არ მეშინია, ვინაიდან ვიცი, რომ მთელი ხალხი ჩემს მხარეზეა“.
2. კიდევ იმიტომ, რომ ვიცი, რომ მართალი ვარ.
3. კიდევ იმიტომ, რომ, აქ, აქ, ცეკაში, მე არა ვარ დაახლოვებული, მართალია, მაგრამ, ალბად, არიან ისეთები, რომელთაც ესმისთ ჩვენი ხელოვნების და პირადათ ჩემი ხელოვნების მნიშვნელობა.
4. ყველამ იცის, რომ იყენებს თავის მდგომარეობას პირადი საქმეებისათვის.
მოვიდეს მიუდგომელი კაცი და გაარჩიოს თანამედროვეობის თვალსაზრისით მაგისი ლექსები სჯობია თუ ჩემი (ასეთი გათიშვა საზოგადოებრივობასა და მწერლობას შორის არ ყოფილა მეორე).
აი, მაგალითი - ერთი.
შალვა დადიანი.
აი, ბატონო.
სახელგამი.
საღამო - გამოფენა.
„ან მე ან ის“.
თქვენ იცოდით ამის შესახებ რამე?