შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-607-9 - 1958 წელი


1958. 11 მაისი.
11 მაისს „Заря Востока“-ს გადაეცა მოსკოვში 1940 წ. გამოსული ჩემი წიგნი: Избранное. გამოსული გოლცევისა და გაფრინდაშვილის რედაქტორობით.
ბებუთოვმა სთქვა: წიგნი დაიწყება 1917 წლით და დამთავრდება ახალგაზრდ. დროის ლექსებითო (გთხოვთ, შემოიტანოთ გეგმა. მე დავეთანხმე ბებუთოვს).
შემდეგ ბებუთოვმა სთქვა: კიდევ გვაქვს წინ 3-4 თვე, მოსამზადებლად.
მაშასადამე, წიგნის ჩაშვებას სტამბაში არ აპირებენ ენკენისთვემდე.
ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს, რასაკვირველია.
ალბად, ამნაირადვე იქნება საქმე სახელგამშიაც.
„Заря“-სთვის შეიძლება ვათარგმნინოთ პოემებიც, სხვაც.
რა კი იუბილეის საკითხი ისეთნაირადაა დასმული - ბევრი...